მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციის დიდი ნაწილი „ქოცებს“ დაემსგავსა, ვინაიდან, გულწრფელობა აკლიათ - სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავენ და ისეთივე სურვილი აქვთ, როგორც ივანიშვილს და შეიძლება მეტიც კი, რომ გავჩუმდე, მაგრამ არ ვჩუმდები

ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ დაემსგავსა „ქოცებს“ - სიტყვა "დიქტატორის" გამოყენებასაც ვეღარ ბედავენ და ამიტომ მათ ისეთივე სურვილი აქვთ, როგორც ივანიშვილს და შეიძლება მეტიც კი, რომ გავჩუმდე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ოპოზიციის დიდ ნაწილს აკლია გულწრფელობა, გამჭვირვალობა, ისევე როგორც „ქართულ ოცნებას“.

სააკაშვილი წერს, რომ არ გაჩუმდება და ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას გამოიყენებს - მსოფლიოშიც და საქართველოშიც.

„დღეს ინგა გრიგოლიას „რეაქციაში" პირველად გავა ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც ბევრ ახალს გაიგებთ და ასევე დეტალურად ვყვები ჩვენი ბრძოლის ჩემს ხედვას. ენის მოუჩლექავად აღვწერ დიდ საფრთხეებს, ასევე აქაურ პოლიტიკაზეც ვსაუბრობ.

საქართველოში პოლიტიკური პროცესის მთავარი პრობლემაა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, ნაწილობრივ დაემსგავსა „ქოცებს“, ვინაიდან, როგორც „ქოცებს“, მათაც აკლიათ გულწრფელობა, გამჭვირვალობა და იყენებენ ორმაგ სტანდარტებს. ამით აიხსნება ერთი პერიოდი, სრულიად მიუღებელი აღტყინება სალომე ზურაბიშვილით, რომელიც თავიდანვე პრეზიდენტად დაასახელეს იმ აქტიური კამპანიის გამო, რომელიც მან ევროპაში ჩაატარა, საქართველოს ომში დადანაშაულებით და რომლის პრეზიდენტად თავსმოხვევა მოხდა ძალადობით (რასაც შეეწირა ია კერზაია), მოსყიდვით, გაყალბებით.

ასევე, დღეს ოპოზიციის ერთი ნაწილი რომ აცხადებს, რომ ერთიანობის ჩამშლელია „ნაცმოძრაობა“ და ჩემი გამონათქვამები. ე.ი. მათ ერთიანობას ივანიშვილის ქისებთან, გილაურებთან და ზოგადად საბანკო ოლიგარქებთან, ყველა შეკვეთის შემსრულებელ ბოკერიებთან, თურმე მე ვუშლი ხელს და ამიტომ ვერ უტევენ უფრო მკვეთრად დიქტატურას. სხვათა შორის, სიტყვა "დიქტატორის" გამოყენებასაც ვეღარ ბედავენ და ამიტომ მათ ისეთივე სურვილი აქვთ, როგორც ივანიშვილს და შეიძლება მეტიც კი, რომ გავჩუმდე. მაგრამ მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც. კიდევ კარგი, რომ ბევრი მისმენს!“ - წერს სააკაშვილი.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს