არჩილ ჩოფიკაშვილი ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საქმეებზე - ეს არის მსოფლიო კრიმინოლოგიურ ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა, როდესაც „ტერაქტმა“ გამოიწვია დაახლოებით 150 ევროს ზარალი და „ტერაქტის მცდელობამ“ - 35 ევროს ზარალი

დანაშაულის ამსახველ ვიდეოში, რომელიც გასული წლის 4 მაისსაა გადაღებული და რომელიც ტერორისტული აქტის საქმეში ალეკო ელისაშვილს წინააღმდეგ დევს მტკიცებულებად, გარკვეული წინააღმდეგობებია. ნებისმიერი ადამიანი გამოიტანს დასკვნას, რომ ეს ადამიანი არის უდანაშაულო, - ამის შესახებ ალექსანდრე ელისაშვილის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ელისაშვილის უფლებადამცველების განმარტებით, ვიდეოკადრები, რომელიც 2025 წლის 4 მაისს არის გადაღებული, არ გამოდგება მტკიცებულებად, რადგან მასში კონკრეტული პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია.

ადვოკატებმა, ასევე, ისაუბრეს იმ ზარალზე, რომელიც 2025 წლის 4 მაისსა და 29 ნოემბერს განხორციელებული ქმედების შედეგად მიადგა სასამართლოს. მათი თქმით, ეს არის მსოფლიო კრიმინოლოგიურ ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა, როდესაც „ტერაქტმა გამოიწვია დაახლოებით 150 ევროს ზარალი და როდესაც ტერაქტის მცდელობამ გამოიწვია დაახლოებით 35 ევროს ზარალი“.

„გასული წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაზე ცეცხლის წაკიდების საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები ჟღერდება საჯარო სივრცეში და გარკვეულ მანიპულაციებს აქვს ადგილი, ამიტომ დაცვის მხარემ გადავწყვიტეთ, რომ გავასაჯაროოთ ის „მტკიცებულებები“ და ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა დაყრდნობითაც ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი გამოიტანს დასკვნას, რომ ეს ადამიანი არის უდანაშაულო და შეუძლებელია, მას რაიმე შეხება ჰქონდეს ცეცხლის წაკიდების საქმესთან დაკავშირებით.

გავასაჯაროებთ ვიდეოკადრების ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, პირდაპირ დასტურდება, რომ დანაშაულის ამსახველი ვიდეოკადრები უვარგისი არის იმისათვის, რომ ადამიანის იდენტიფიცირება მოხდეს. ასევე, გარკვეული წინააღმდეგობებია ვიდეოკადრებში, მაგალითად, ერთსა და იმავე დროს, როდესაც ხდება დანაშაული, იგივე ადამიანი იმყოფება კვანტალიანის ქუჩაზე, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით სასამართლოს შენობიდან. ესეც ადასტურებს იმას, რომ ადამიანი, რომელიც წარმოუჩინეს საზოგადოებას, თითქოს ეს არის ალექსანდრე ელისაშვილი და მან დანაშაული ჩაიდინა 4 მაისს, შეუძლებელია, რომ ერთსა და იმავე დროს ორ სხვადასხვა ადგილზე ყოფილიყო.

ჩვენ, ასევე, წარმოგიდგენთ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ ზიანი, რომელიც გამოიწვია დასრულებულმა ტერაქტმა, ეს არის 400 ლარზე ცოტა მეტი, დაახლოებით, 150 ევროს ზიანი.

ასევე, საზოგადოებისთვის გავასაჯაროებთ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რითაც დასტურდება, რომ სუნის ნიმუში 4 მაისს აღებული იყო წვიმიან ამინდში, ღია სივრცეში და უკვე ერთი წლის შემდეგ, თითქოსდა უცნობმა ძაღლებმა შეძლეს ამ სუნის ნიმუშის მიხედვით ოპოზიციონერის პოლიტიკოსის იდენტიფიცირება, რაც აბსურდი და შეუძლებელია. ნებისმიერი დამწყები კრიმინოლოგისთვის ცნობილია, რომ შეუძლებელია წყლის ქვეშ აღებული იყოს სუნის ნიმუში და 10 თვის შემდეგ ამით მოხდეს ადამიანის იდენტიფიცირება.

ამ კადრების გასაჯაროების შემდეგ, ნებისმიერი ობიექტური პირი დარწმუნდება, რომ ალეკო ელისაშვილს არავითარი შემხებლობა არ აქვს 4 მაისის საქმესთან. თუმცა ასევე სიახლე გვაქვს პირველ საქმესთან, 29 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით. იცით თქვენ, რომ ამ საქმეზე დაცვის მხარემ გარკვეული ექსპერტიზები დავნიშნეთ და გუშინ მივიღეთ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნა, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია იმის განსაზღვრა და იმის დადგენა, რომ 29 ნოემბერს ბენზინის მოსხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურებია 1000 კვ.მ-იანი შენობის დაახლოებით 20 კვადრატზე, საოფისე ავეჯზე. შეუძლებელია იმის მტკიცება და განსაზღვრა, რომ აქ ცეცხლის წაკიდებდა გამოიწვევდა ჯერ ამ შენობის სრულ განადგურებას და შემდგომ უკვე მეზობელი, 24 000 კვადრატიანი სასამართლოს ხუთსართულიანი შენობის განადგურებას. შესაბამისად, აქაც, ამ ახალი მტკიცებულებით დასტურდება ის, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ ამ ხნის განმავლობაში, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წაყენებული აქვს ჰიპოთეზურად, ჰიპოთეზური შედეგისათვის, რომ ეს შესაძლებელია და ამას გამოიწვევდა.

მაგრამ, იცით თქვენ, რომ სასამართლო შენობა აკმაყოფილებს სახანძრო უსაფრთხოების უკანასკნელ მოთხოვნებს, რისი დასტურიც არის 4 მაისის საქმე, რომ ცეცხლის წაკიდებამაც დაახლოებით 150 ევროიანი ზარალი გამოიწვია და ამ უსაფრთხოების წესების მიხედვით, პირველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესია ის, რომ სივრციდან სივრცეში ცეცხლი არ უნდა გავრცელდეს, შესაბამისად, შეუძლებელია იქ ცეცხლის გაჩენას გამოეწვია სასამართლოს შენობის სრული განადგურება და ნებისმიერ ობიექტურ პირს ჰქონოდა განცდა, რომ აქ ცეცხლის წაკიდება გამოიწვევს რაღაც ტერაქტის შედეგებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, უკვე გასაჯაროებული ექსპერტიზის დასკვნით, რომ 4 მაისის ხანძარმა გამოიწვია დაახლოებით 150 ევროიანი ზარალი, ეს არის მსოფლიო კრიმინოლოგიურ ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ტერაქტმა გამოიწვია დაახლოებით 150 ევროს ზარალი და როდესაც ტერაქტის მცდელობამ გამოიწვია დაახლოებით 35 ევროს ზარალი.

იმედია, რომ ეს გასაჯაროებული მასალები ხელმისაწვდომი იქნება მედიის მეშვეობით და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მყარი დასკვნის გამოტანა იმასთან დაკავშირებით, რომ ალექსანდრე ელისაშვილი პატიმრობაშია თავისი ოპოზიციური საქმიანობის გამო, პირადი შურისძიების გამო და რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის გამო და არანაირი სამართლებრივი დასაბუთება მის პატიმრობას არ გააჩნია“, - განაცხადა ადვოკატმა.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა