ნიკა გვარამია - „ოცნების“ მიმართ ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ელჩი კრიტიკული იქნება, ეს გარდაუვალია, ივანიშვილს გეოპოლიტიკურ გადატვირთვას არავინ ჩააშლევინებს - პეტერ ფიშერს არაფერი არ დააკლდა, „ოცნებამ“ კი მორიგ ჯერზე თავი მოიჭრა

„ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული იქნება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ელჩი, ეს გარდაუვალი ამბავია - ივანიშვილს ახალ საერთაშორისო წესრიგს და გეოპოლიტიკურ გადატვირთვას არავინ არ ჩააშლევინებს,- ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ერთი მხრივ გერმანიის ელჩისთვის პეტერ ფიშერისთვის უფლებამოსილების ამოწურვას და მეორე მხრივ საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას.

ამასთან, როგორც გვარამიამ აღნიშნა, პეტერ ფიშერი არის გერმანული დიპლომატიური სკოლის კლასიკური წარმომადგენელი და „ქართლმა ოცნებამ“ მასთან ურთიერთობაში „თავი მოიჭრა“.

„ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული იქნება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ელჩი. ეს გარდაუვალი ამბავია, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ანტიდემოკრატიული რეჟიმი. დღეს ვუყურე მარტა კოსის ვიდეოს, რომელიც ლაპარაკობს დაკავშირებადობაზე და ამბობს, რომ კავკასია ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილია აქ, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო ისეთია, როგორიც არის. ივანიშვილს ახალ საერთაშორისო წესრიგს და გეოპოლიტიკურ გადატვირთვას არავინ არ ჩააშლევინებს. ივანიშვილს საკმაოდ ცოტა დრო დარჩა.

პეტერ ფიშერი არის გერმანული დიპლომატიური სკოლის კლასიკური წარმომადგენელი. ასეთი ელჩი საქართველოში ნებისმიერ დასავლურ ქვეყანას დაამშვენებდა და ბევრი არც ყოფილა. ამიტომ, იმით, რაც მოხდა, პეტერ ფიშერს არაფერი არ დააკლდა, დააკლდა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას და „ქართულმა ოცნებამ“ რომ მორიგ ჯერზე თავი მოიჭრა, ეგ ფაქტია.“- განაცხადა გვარამიამ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს