წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი

ქსელურ მარკეტებთან თანამშრომლობა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ხშირად ზრდისა და მასშტაბირების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. თუმცა, ამ პროცესში წარმატებისთვის აუცილებელია სწორი მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული პირობების გააზრება და ეფექტიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

თუ გსურთ გაიგოთ, როგორ აწარმოოთ წარმატებული მოლაპარაკებები ქსელურ მარკეტებთან და როგორ უნდა მოახდინოთ თქვენი პროდუქტის ეფექტიანად წარმოდგენა, Businesscourse.ge-ზე შეგიძლიათ სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი გაიაროთ.

კურსს უძღვება რითეილ ექსპერტი და ბიზნეს ქოუჩი მირანდა მანჯგალაძე.

კურსის ფარგლებში გაიგებთ:

  • როგორ მუშაობს ორგანიზებული ქსელური საცალო ობიექტები;
  • როგორია პროდუქტის გზა მწარმოებლიდან საცალო ქსელამდე;
  • რას უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი ქსელში მოსახვედრად;
  • რა სტრატეგიებია ეფექტიანი მოლაპარაკებებისთვის;
  • რა მნიშვნელობა აქვს კონტრაქტს, პროცესსა და კომუნიკაციას წარმატებული თანამშრომლობისთვის.

Businesscourse.ge საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესის განვითარებით დაინტერესებულ ადამიანებს სრულად დაფინანსებულ სასწავლო კურსებს სთავაზობს. პლატფორმაზე ამჟამად 70-ზე მეტი კურსია ხელმისაწვდომი. პლატფორმა მუდმივად ახლდება და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თანამედროვე ბიზნესისთვის საჭირო ცოდნა პრაქტიკულ ფორმატში, მათთვის სასურველ დროს მიიღონ.

გაიარეთ ბიზნესკურსი აქ.

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო