ევროკომისია უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს ფარგლებში, დრონების შესყიდვისთვის 3.9 მილიარდ ევროს გადახდას იწყებს

ევროკომისია დღეს იწყებს 3.9 მილიარდი ევროს გადახდას დაახლოებით 6 მილიარდი ევროს მოცულობის პირველი ტრანშის ფარგლებში, რომელიც დრონების შესყიდვას მოხმარდება, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

კომისიაში განმარტავენ, რომ დრონები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობას წარმოადგენს, რომელიც უკრაინას რუსეთის აგრესიული ომის პირობებში თავდაცვაში ეხმარება.

„ეს გადარიცხვა მოჰყვება კომისიის მიერ უკრაინისთვის 25 ივნისს მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი პირველი 3.2 მილიარდი ევროს ტრანშს. შემდგომი გადახდები განხორციელდება უახლოეს დღეებში, ვიდრე დრონებისთვის გათვალისწინებული პირველი ტრანში სრულად არ დაიფარება, უკრაინის მიერ წარდგენილი გადახდის მოთხოვნების შესაბამისად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„უკრაინის გამომგონებლობა გადამწყვეტ როლს ასრულებს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ მის წარმატებულ წინააღმდეგობაში. სწორედ ამ შესაძლებლობების მხარდაჭერა გვინდა. დღეს ჩვენ გამოვყოფთ პირველი ტრანშის ფარგლებში 3.9 მილიარდ ევროს მოწინავე დრონების ტექნოლოგიების დასაფინანსებლად, რათა გაძლიერდეს უკრაინის თავდაცვა. ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. ეს ინვესტიციები დაეხმარება უკრაინას, დაიცვას თავისი მოქალაქეები, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და გააძლიეროს ევროპის უსაფრთხოება. ევროპა მტკიცედ დაუდგება უკრაინას გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისია განმარტავს, რომ უკრაინის, როგორც ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის, სამხედრო უპირატესობა დამოკიდებულია კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტების სწრაფ ხელმისაწვდომობაზე საჭირო რაოდენობით და უმოკლეს ვადებში.

„ეს არის უკრაინის მხარდაჭერის უფრო დიდი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს 30 მილიარდ ევროს საბიუჯეტო დახმარებისთვის და 60 მილიარდ ევროს თავდაცვის მხარდაჭერისთვის 2026 და 2027 წლების განმავლობაში. 2026 წელს, 60 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვის პაკეტიდან 28.3 მილიარდი ევრო გამოიყოფა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობების მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო