Reuters - კატარში აშშ-სა და ირანს შორის მაღალი დონის შეხვედრა დაგეგმილი არ არის

კატარში აშშ-სა და ირანს შორის მაღალი დონის შეხვედრა დაგეგმილი არ არის, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მაჯედ ალ ანსარის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დღეს დოჰაში ჩავლენ.

მაჯედ ალ ანსარის თქმით, უიტკოფი და კუშნერი კატარის წარმომადგენლებს შეხვდებიან და ირანთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელების საკითხს განიხილავენ.

ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები სამშაბათს დოჰაში შეხვედრას გამართავდნენ. მოგვიანებით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში აშშ-თან მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო