„ალდაგმა“ ავეჯის მაღაზია „კომფორტერს“ ხანძრისგან მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა თბილისში გახმაურებული ხანძრის შედეგად დაზიანებული ავეჯის მაღაზია „კომფორტერის“ აღსადგენად. ხანძარი მიმდინარე წლის აპრილში, ალ.ყაზბეგის გამზირზე მდებარე „კომფორტერის“ შოურუმს გაუჩნდა. მასშტაბური ხანძრის და დაკვამლიანების შედეგად მაღაზიის 2000 კვ.მ-მდე ფართი დაზიანდა.

აღნიშნულ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.

სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“, ავეჯის მაღაზია „კომფორტერს“ ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურა. „კომფორტერი“ ქონების დაზღვევის პროდუქტით სარგებლობდა, რომელიც მარაგებისა და რემონტის ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობს. დაზღვევისგან მიღებული თანხით ხანძრისგან დაზიანებული ნაწილები სრულად აღდგა და მაღაზია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს კიდევ ერთ პარტნიორ კომპანიას გამოვუცხადეთ მხარდაჭერა. კორპორატიული დაზღვევის სეგმენტში, დაზღვევის აუცილებლობა უფრო და უფრო აქტუალური ხდება, რადგან მოსალოდნელი რისკების მართვისა და მასშტაბური ზიანის შედეგების აღმოხვრისთვის, დაზღვევა საუკეთესო მექანიზმია. „კომფორტერი“ უკვე 8 წელია ჩვენი მომხმარებელია და მოხარული ვართ, რომ პარტნიორობას ურთიერთნდობით ვაგრძელებთ“, - აცხადებენ ალდაგში.

კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ წლებია ლიდერის პოზიციას იკავებს 32%-იანი ბაზრის წილით. „ალდაგი“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM Best bbb-, იკავებს წამყვან პოზიციებს როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და წარმოდგენილია რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო