რეჯეფ თაიფ ერდოღანი კაია კალასს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს შეხვდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის შეხვედრა ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმაც მიიღეს.

„ჩვენ ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდა, ასევე, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაძლიერება გვსურს“, - წერს მარტა კოსი სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო