შს მინისტრი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა მიმოიხილეს და ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით ერთობლივ ძალისხმევას.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და კიდევ ერთხელ აღნიშნეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების სტრატეგიული მნიშვნელობა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქართული მხარის მზაობას აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა სომხურ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით“, - აღნიშნულია შს სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო