Acıbadem Healthcare Group-ის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის განყოფილება უკვე 30 წელზე მეტია პაციენტებს სთავაზობს ტრანსპლანტაციისა და უჯრედული თერაპიის თანამედროვე მეთოდებს. მკურნალობას ატარებს გამოცდილი მულტიდისციპლინური გუნდი კომფორტულ და მზრუნველ გარემოში როგორც ზრდასრული, ისე პედიატრიული პაციენტებისთვის.
Acıbadem-ის ჰემატოლოგიის განყოფილება სპეციალიზებულია ონკოჰემატოლოგიური დაავადებების, მათ შორის ლეიკემიის, ლიმფომისა და მრავლობითი მიელომის მკურნალობაში. ეს დაავადებები საჭიროებს კომპლექსურ და ინდივიდუალურ მიდგომას.
დიაგნოზის მიხედვით, მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტურ თერაპიას, ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას ან ქირურგიულ ჩარევას. თუ ეს მეთოდები საკმარისი არ არის, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია შეიძლება გახდეს პოტენციურად განმკურნებელი მკურნალობის მეთოდი. მკურნალობის ყველა ეტაპი ტარდება ერთ სამედიცინო ცენტრში, რაც პაციენტებს სხვადასხვა კლინიკაში მიმართვის საჭიროებისგან ათავისუფლებს. მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება ხორციელდება მყუდრო, თითქმის ოჯახურ გარემოში, სადაც პაციენტები თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობენ.
Acıbadem Altunizade-ის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის გუნდი საერთაშორისო დონეზეა აღიარებული ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილებით. დღემდე აქ შესრულებულია 3 500-ზე მეტი ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია.
ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პაციენტებისთვის
Acıbadem Altunizade-ის კლინიკა პაციენტებს სთავაზობს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისა და უჯრედული თერაპიის თანამედროვე და ხელმისაწვდომ მეთოდებს მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით.
„მკურნალობის პროცესი, როგორც წესი, რამდენიმე თვეს გრძელდება. სწორედ მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას მუდმივად გავაუმჯობესოთ სამედიცინო დახმარების ხარისხი“,-
ამბობს პროფესორი სირეთ რათიფი, Acıbadem Altunizade-ის კლინიკის ზრდასრულთა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც ჰემატოლოგიის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს თურქეთსა და დიდ ბრიტანეთში.
ბავშვთა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის განყოფილება
Acıbadem-ში ასევე ფუნქციონირებს თანამედროვე ბავშვთა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის განყოფილება, სადაც ტრანსპლანტაციები ტარდება როგორც სისხლის ავთვისებიანი დაავადებების, ისე კეთილთვისებიანი ჰემატოლოგიური დაავადებების, მათ შორის თალასემიის შემთხვევაში.
განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი დოქტორი ქორაი იალჩინი, აღნიშნავს:
„ბავშვები უბრალოდ პატარა ზრდასრულები არ არიან. მათი ბიოლოგია, მკურნალობაზე რეაქცია და მედიკამენტების მეტაბოლიზმი განსხვავებულია. უჯრედულ თერაპიასაც აქვს თავისი თავისებურებები, რადგან ბავშვებში უჯრედების თვისებები და ფუნქციონირება განსხვავდება. ამიტომ პატარა პაციენტებს სპეციალიზებული მიდგომა სჭირდებათ“.
მაღალი ხარისხის მკურნალობასთან ერთად, Acıbadem განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვებისა და მათი ოჯახების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. პაციენტებთან მუშაობს ფსიქოლოგების გუნდი, ხოლო მთელი პერსონალი ცდილობს შექმნას მშვიდი და კეთილგანწყობილი გარემო. სპეციალურად მოწყობილი სივრცე ბავშვებს ეხმარება თავი კომფორტულად იგრძნონ და უფრო სკოლის ეზოს ჰგავს, ვიდრე საავადმყოფოს.
CAR-T უჯრედული თერაპია: კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მეთოდი
თანამედროვე ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, ლიმფომისა და ლეიკემიის ზოგიერთ შემთხვევაში ეს მეთოდები შესაძლოა საკმარისად ეფექტური არ იყოს. სწორედ ასეთ სიტუაციებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს CAR-T უჯრედული თერაპია.
პროფესორი ერჯუმენთ ოვალი, თურქეთში აკადემიური CAR-T თერაპიის ერთ-ერთი პიონერი და Acıbadem Labcell-ის ლაბორატორიის დირექტორი, აღნიშნავს:
„CAR-T არის მკურნალობის მეთოდი, რომლის დროსაც პაციენტის საკუთარი T-ლიმფოციტები გენეტიკურად მოდიფიცირდება სიმსივნურ უჯრედებთან საბრძოლველად. ზოგიერთ პაციენტში ეს თერაპია ღრმა და ხანგრძლივი რემისიის მიღწევის საშუალებას იძლევა. თუმცა CAR-T-ის წარმატება მხოლოდ უჯრედების წარმოებაზე არ არის დამოკიდებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია პაციენტის სწორად შერჩევა, მკურნალობის ოპტიმალურ დროს ჩატარება, შესაძლო გვერდითი მოვლენების ეფექტური კონტროლი და CAR-T უჯრედების ბიოლოგიური თავისებურებების მუდმივი მონიტორინგი“.
როგორ ტარდება CAR-T თერაპია Acıbadem-ში
CAR-T თერაპიის ჩვენებების შეფასების შემდეგ პაციენტისგან ხდება უჯრედების აღება, რომლებიც შემდეგ Acıbadem Labcell-ის ლაბორატორიაში მუშავდება სამიდან ექვს კვირამდე.
CAR-T უჯრედების დამზადების პერიოდში პაციენტი იღებს მხარდამჭერ მკურნალობას დაავადების პროგრესირების თავიდან ასაცილებლად.
CAR-T თერაპიის ეფექტი ხშირად საკმაოდ სწრაფად ვლინდება.
CAR-T თერაპიის ეფექტიანობა
„დღემდე სრული პასუხი მივიღეთ B-ALL-ის მქონე პაციენტების დაახლოებით 75%-ში. B-უჯრედოვანი ლიმფომების შემთხვევაში საერთო პასუხის მაჩვენებელი დაახლოებით 80%-ს შეადგენს, საიდანაც 60% სრული პასუხია, ხოლო 20% — ნაწილობრივი პასუხი“,-ამბობს პროფესორი სირეთ რათიფი.
დღეს Acıbadem Altunizade ფლობს ყველა საჭირო შესაძლებლობას ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისა და უჯრედული თერაპიის უახლესი ტექნოლოგიების დანერგვისთვის. როგორც თურქეთში ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაციის ერთ-ერთი პიონერი ცენტრი, დღეს Acıbadem ასევე არის რეგიონის პირველი სამედიცინო ცენტრი, რომელიც დამოუკიდებლად აწარმოებს აკადემიურ CAR-T უჯრედებს.
(R)