დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი „აჟიოტაჟური მოთხოვნის შემცირების” მიზნით, ნავთობპროდუქტების იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს

რუსეთი სხვა ქვეყნებთან ნავთობპროდუქტების იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი კონტაქტობს სხვა ქვეყნებთან ნავთობპროდუქტების შესაძლო იმპორტთან დაკავშირებით.

“გასაგები მიზეზებით, ამაზე არ ვილაპარაკებთ. კონტაქტები ხორციელდება. თუ მიღწეული იქნება შეთანხმებები მისაღებ ფასებად, ეს მოხდება. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ბაზრის სტაბილიზაციის გზაზე, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ ეს აჟიოტაჟური მოთხოვნა შევამციროთ”, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, აქამდე რუსულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთის ხელისუფლება წარმოებული საწვავის “ევრო-2” სტანდარტამდე შემცირებას განიხილავს და მსგავსი დაბალი ხარისხის საწვავი არაუსაფრთხო იქნება თანამედროვე ავტომობილებისთვის.

ასევე, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დარტყმების შემდეგ რუსეთი აზიიდან ბენზინის იმპორტირებას იწყებს. Reuters-ის ცნობით, ბენზინი რუსეთის ერთ-ერთ დასავლეთ პორტში უნდა მიიტანონ აზიის ქვეყნიდან. წყაროებმა არ დააზუსტეს კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან იქნება ბენზინი.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს