ექიმი ანი ქავთარაძე - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია - ვფიქრობ, „ვივამედში“ გადაყვანა ხვალ მოხდება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ექიმ ანი ქავთარაძის ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას კლინიკა „ვივამედში“ სავარაუდოდ, ხვალ გადაიყვანენ.

როგორც ელენე ხოშტარიას ექიმმა ანი ქავთარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ხოშტარიას აღენიშნება ავტოიმუნური სისტემური დაავადება, სახსრების ანთება და მუდმივი ტკივილი, რაც მის ყოველდღიურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება.

ელენე ხოშტარია, მას შემდეგ რაც დააკავეს, პირველად გუშინ მოვინახულე. ვეთანხმები ყველა ადამიანს, ვინც ელენე მოინახულა და თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. დიახ, გაუარესებულია ელენეს დაავადებიდან გამომდინარე. არაერთი სახსრის ანთება აქვს, ასევე, შესაბამისობაშია მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიასთან, რომელიც 19 აპრილს აქვს გაკეთებული და კლინიკური ნიშნები, რომლებიც აქვს გამოხატული, დამახასიათებელია იმ დაავადებისთვის, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ გვქონდა ეჭვი. ელენეს აქვს ტკივილი, შეიძლება ითქვას, მუდმივი ხასიათის, რომელიც განაპირობებს ღამით მის გაღვიძებას, უჭირს დაჯდომა.

ეს ტკივილები ვერ იქნება ადეკვატურად მართული, თუკი დაავადების მკურნალობა არ მოხდება. მკურნალობა, რომელიც ელენეს ესაჭიროება, ითხოვს იმას, რომ არაერთი კვლევა ჩაუტარდეს.

ეს არის ავტოიმუნური სისტემური დაავადება, რომელიც დადასტურებულად დიაგნოსტირებულია, რომელსაც ესაჭიროება რთული პრეპარატებით მკურნალობა, რისი დაწყება ციხის პირობებში გამორიცხულია. ელენე არის ადამიანი, რომელიც თავისი ტკივილით სხვას არ შეაწუხებს. ის უბრალოდ მკურნალობას ითხოვს, რომელიც მას საქართველოს კონსტიტუციით ეკუთვნის.

პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი პატარიძისგან პირობა მივიღეთ, რომ მაქსიმუმ ხუთშაბათს. ტექნიკური ნაწილია გასავლელი. მე ვფიქრობ, რომ ხვალ მოხდება ელენეს გადაყვანა“, - განაცხადა ექიმმა.

ის ასევე, „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასებები პროფესიული ეთიკის დარღვევას წარმოადგენს.

მისი თქმით, ექიმებმა პაციენტის მდგომარეობაზე საჯარო სივრცეში საუბრისას უნდა დაიცვან პროფესიული სტანდარტები და არ უნდა განასხვაონ პაციენტები მათი სტატუსის მიხედვით.

„მე მოვისმინე ეს განცხადება. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, აბსოლუტურად არაეთიკურია მსგავსი განცხადება. არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსი აქვს პაციენტს. ჩვენი პროფესიის ადამიანები უნდა დავრჩეთ პროფესიული ღირსების ერთგული, ვინც არ უნდა იყოს ჩვენი პაციენტი. ასე უნდა მივიდეთ პროფესიული კარიერის დასასრულამდე. ექიმები პაციენტებს არ არჩევენ. ვერ წარმომიდგენია ექიმმა მსგავსი შეფასება მისცეს პაციენტს, მით უმეტეს, დარწმუნებული ვარ არ იცნობს ელენეს დიაგნოზს“,- განაცხადა ანი ქავთარაძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს