სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ ტანი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა, რათა აშშ-ირანის მიმდინარე მოლაპარაკებები და რეგიონული მოვლენები განეხილათ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ასევე დიალოგისა და დიპლომატიის გზით რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების მცდელობები.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი „და ხაზი გაუსვეს მისი სტაბილიზაციისა და მასზე დაყრდნობის მნიშვნელობას ლიბანის ერთიანობის, სუვერენიტეტისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“.

კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დოჰას მზადყოფნა შუამავლობა გააგრძელოს და მხარი დაუჭიროს დიალოგს აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმიდან გამომდინარე.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს