სამხრეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო დარტყმები გრძელდება

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანის მანზალას რაიონში, „უსაფრთხოების ზონის“ მახლობლად, სადაც ისრაელის ძალები მოქმედებდნენ, „ჰეზბოლას“ მებრძოლს დაარტყეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ისრაელის მტკიცებით, აღნიშნული პირი საფრთხეს უქმნიდა მათ ჯარისკაცებს.

მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „უსაფრთხოების ზონას“ ეწვია და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისრაელის ჯარები სამხრეთ ლიბანს მანამ არ დატოვებენ, სანამ „ჰეზბოლადან“ მომდინარე საფრთხე არ აღმოიფხვრება.

„თუ თქვენი უსაფრთხოების, თქვენი სიცოცხლის ან თქვენი ჯარისკაცების სიცოცხლისთვის საფრთხეს აღმოაჩენთ - იმოქმედეთ. ნუ დაელოდებით. იმოქმედეთ. ეს არის ურყევი დირექტივა“, - განუცხადა ნეთანიაჰუმ ისრაელელ ჯარისკაცებს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2 მარტიდან ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 4 278 ადამიანი დაიღუპა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო