რუსეთმა დნეპროპეტროვსკში ხუთ ბენზინგასამართ სადგურს დაარტყა, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში ხუთ ბენზინგასამართ სადგურს დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ალექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ერთი ქალი დაიღუპა და სამი დაშავდა. ღამის განმავლობაში მტერმა ოლქში ხუთ ბენზინგასამართ სადგურს დაარტყა“, - აღნიშნა განჟამ.

მისი ინფორმაციით, დარტყმების შემდეგ ხანძარი გაჩნდა და ყველა ბენზინგასამართ სადგურზე ტექნიკა დაზიანდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო