ჯეი დი ვენსი - ვატიკანის შეხედულებები იმიგრაციასთან დაკავშირებით შემაშფოთებელია

ვატიკანის შეხედულებები იმიგრაციასთან დაკავშირებით შემაშფოთებელია, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ზოგიერთი რამ, რაც იმიგრაციასთან დაკავშირებით ვატიკანიდან ისმის, შემაშფოთებელია და მე ამას არ ვეთანხმდები“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

მისი თქმით, „კათოლიკური ეკლესიის ლიდერებს, რომლებიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკას არ ეთანხმებიან, ამ საკითხზე დისკუსიისთვის იწვევს“.

„მაგრამ, ასევე, მათ მოვუწოდებ, გაიხსენონ, რომ მასობრივ მიგრაციას მსხვერპლი ჰყავს“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რომის პაპმა ლეო XIV-მ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკა რამდენჯერმე გააკრიტიკა. რომის პაპმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიგრანტების მიმართ მოპყრობას „არაადამიანური“ უწოდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო