სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე ნიუ-იორკში, გაეროს კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ლაშა მაღრაძის განცხადებით, საქართველო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და გლობალური ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეების დაძლევის კუთხით, აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო თუ რეგიონულ ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ლაშა მაღრაძე ნიუ-იორკში, გაეროს კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და მათი ეფექტიანად გადაჭრის მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობაზე.

„საქართველო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და გლობალური ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეების დაძლევის კუთხით, აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო თუ რეგიონულ ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. ამასთან, გლობალური ანტიტერორისტული სტრატეგიის შესაბამისად, საქართველო მუდმივ რეჟიმში ატარებს სათანადო ღონისძიებებს ტერორისტული საფრთხეებისადმი ქვეყნის მზადყოფნის დონის ასამაღლებლად“, - განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

სუს-ის ცნობით, გაეროს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მზადყოფნა.

სუს-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკში მიმდინარე კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში, ასევე გაიმართა პარალელური სამუშაო შეხვედრები ეროვნული და რეგიონული კონტრტერორისტული სტრატეგიებისა და ტერორიზმისა და მისი დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკების თემაზე, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა გიორგი ბერიანიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს