ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ირლანდია ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე უხელმძღვანელებს.

ირლანდიამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა კვიპროსისგან გადაიბარა.

„ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ შევასრულებთ ჩვენს საქმეს ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ჩვენი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში ვიმუშავებთ იმისთვის, რომ კავშირი უფრო წარმატებული და უსაფრთხო გახდეს, ასევე, ჩვენ საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს დავიცავთ“, - აცხადებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი, მაიკლ მარტინი.

ირლანდიის თავმჯდომარეობის პროგრამაში აღნიშნულია, რომ უკრაინის მიმართ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა გაგრძელდება.

ასევე, პროგრამის თანახმად, ირლანდია მხარს დაუჭერს იმ ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.

„ჩვენი მუშაობის ცენტრში ევროკავშირის ღირებულებები იქნება. ირლანდიის თავმჯდომარეობა ევროკავშირსა და კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის დაცვას უზრუნველყოფს. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ჩვენი დემოკრატიული სისტემების სიმტკიცეს“, - აღნიშნულია ირლანდიის თავმჯდომარეობის პროგრამაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს