უკრაინული მედია - ვალერი ზალუჟნიმ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შემთხვევაში ის კენჭს იყრის

უკრაინის შეირაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი და უკრაინის ამჟამინდელი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, ვალერი ზალუჟნი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის გადადგომამდე კიევში დაიბარეს, სადაც მას ჰკითხეს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ ის შემოდგომაზე ჩატარდება, - ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, გასული კვირის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ელჩმა ვალერი ზალუჟნიმ განიხილეს ლონდონში არსებული ვითარება და მისი პოტენციური გავლენა უკრაინა-ბრიტანეთის ურთიერთობებზე.

შეხვედრაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლო დროს ფრონტის ხაზზე სიტუაცია დადებითად ვითარდება, საზოგადოება საკმაოდ კონსოლიდირებული რჩება და, შესაბამისად, არჩევნების ჩასატარებლად შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა. თუმცა, მთავარი ამოცანაა მათი ისე ჩატარება, რომ ქვეყანამ ახალი შიდა განხეთქილება არ განიცადოს. ამიტომ, პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია იმ რისკების თავიდან აცილება, რასაც ზელენსკის და ზალუჟნის შორის დაპირისპირება მოჰყვება.

წყაროების ცნობით, პრეზიდენტმა ყოფილ მთავარსარდალს პირდაპირი კითხვა დაუსვა: „თუ შემოდგომაზე არჩევნები ჩატარდება, იყრით თუ არა კენჭს?“ რაზეც მან მკაფიო პასუხი მიიღო: „დიახ“

გამოცემის ცნობით, ამის შემდეგ საუბარი გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ ზელენსკიმ ზალუჟნის კარიერული ვარიანტებიც კი არ შესთავაზა - ამას აზრი არ ჰქონდა. თუმცა, „უკრაინსკაია პრავდას“ წყაროების ცნობით, პრეზიდენტის ოფისი მზად იყო განეხილა არა მხოლოდ დიპლომატიური თანამდებობები, არამედ პრაქტიკულად ნებისმიერი სამთავრობო თანამდებობა, მათ შორის მთავრობის მეთაურის თანამდებობა, სხვა შესაძლო შეთავაზებებთან ერთად.

თავის მხრივ, ზალუჟნიმ სცადა თავისი პოზიციის ახსნა და განაცხადა, რომ მას არასდროს უფიქრია პოლიტიკურ კარიერაზე, მაგრამ ბევრი ადამიანი მასზე ამყარებს იმედებს და ვერ შეძლებს აუხსნას, თუ რატომ უნდა უგულებელყოს მათი ნდობა. როგორც გამოცემა წერს, შეხვედრის ბოლოს პრეზიდენტმა და გენერალმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და დაიშალნენ.

„ზალუჟნის კიევში ყოფნის დროს მას ასევე შეხვდნენ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამია.

მათ პრაქტიკულად იგივე არგუმენტები გაიმეორეს: საზოგადოების განხეთქილების პოტენციალი, ზედმეტად კონფლიქტური კამპანიის საფრთხე და რისკები სახელმწიფოსთვის. ზალუჟნის პასუხიც უცვლელი დარჩა. ამის შემდეგ, ყველაზე გამოცდილ მომლაპარაკებლებსაც კი არგუმენტები ამოეწურათ. თუმცა, დაშორებისას, მათ მაინც სთხოვეს ზალუჟნის: „ძმაო, კიდევ ერთხელ დაფიქრდი“, - წერს „უკრაინსკაია პრავდა“.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს