ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

უკრაინამ უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„უკვე მეორედ, რუსეთის მიერ ომის გაჭიანურების საპასუხოდ ჩვენმა „სანქციებმა“ უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიაღწია, რომელიც რუსეთში საპოხი მასალების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია და ფრონტის ხაზიდან 1300 კილომეტრში მდებარეობს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე, ზელენსკის ცნობით, უკრაინამ რუსეთის პენზის ოლქში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს დაარტყა, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 600 კილომეტრში მდებარეობს.

„ჩვენი გეგმა უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ განხორციელების შესახებ ყოველდღიურად ხორციელდება. ეს სრულიად სამართლიანი პასუხია ყველაფერზე, რასაც რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ აკეთებს. მშვიდობის მიღწევა აუცილებელია და ეს არის სწორედ ის, რაც რუსეთის ხელმძღვანელობამ უნდა გააცნობიეროს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო