N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებით კონკრეტულ მარშრუტებზე მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი ორჯერ გაიზრდება.

„4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ცვლილებებით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ გლდანის მიკრორაიონებისკენ, ვაკიდან საბურთალოს მიმართულებით და საბურთალოდან ვაკის მიმართულებით მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი ორჯერ გაიზრდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო აქტიურად განაგრძობს მსგავს ცვლილებებს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება შეძლონ უფრო სწრაფად და კომფორტულად.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო