ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირების მიზნით, დედაქალაქის მერია მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს დანიშნავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალური ავტობუსები მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“, „დიდუბისა“ და „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ.

„თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა სატრანსპორტო მომსახურების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს დანიშნავს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 2 ივლისიდან 30 ივლისამდე საგამოცდო ცენტრების: 39-ე, 103-ე, 147-ე, 160-ე, 175-ე, 177-ე, 181-ე და 191-ე საჯარო სკოლების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, გამოცდებსა და კონკურსში მონაწილე პირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო