საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „გლობალ სელს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების - „გლობალ სელი“ - დირექტორმა გიორგი მადუაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის თანამედროვე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და წვდომის გაფართოებას, რაც სხვადასხვა ერთობლივი პროექტის, საგანმანათლებლო ინიციატივისა და სპეციალური პროგრამის მეშვეობით განხორციელდება. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის პრაქტიკული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოების, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტების განხორციელების მიმართულებით.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი აღნიშნავს, შეთანხმება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის საზოგადოების ჩართულობის გაზრდას საერთაშორისო ციფრულ და სატელეკომუნიკაციო სივრცეში, თანამედროვე სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებასა და საგანმანათლებლო პროცესის კიდევ უფრო ეფექტიან განვითარებას. პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, მემორანდუმი თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის პრაქტიკული და პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცეს თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოსთან კიდევ უფრო მეტად დააახლოებს. „გლობალ სელთან“ გაფორმებული მემორანდუმი სწორედ ამ მიზანს ემსახურება და წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების პროცესში.

დღეს უმაღლესი განათლების ხარისხი განისაზღვრება იმ შესაძლებლობებით რომლებსაც უნივერსიტეტი სტუდენტებსა და თანამშრომლებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან, საერთაშორისო პრაქტიკასა და ციფრულ რესურსებთან წვდომის მიმართულებით სთავაზობს. „გლობალ სელთან“ თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ჩვენი უნივერსიტეტის საზოგადოებისათვის საერთაშორისო დონის სატელეკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც სწავლების, ისე კვლევისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი პროექტები, საგანმანათლებლო ინიციატივები და სპეციალური პროგრამები მნიშვნელოვნად გააძლიერებს უნივერსიტეტისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სტუდენტებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს, განივითარონ პრაქტიკული უნარები და მიიღონ ის გამოცდილება, რომელიც მათ საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება“, – აცხადებს პროფესორი თამარ წერეთელი.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს