ზურაბ ჩხაიძე ელენე ხოშტარიაზე - უცნობია, როდის გადმოიყვანენ კლინიკაში - „ვივამედი“ უთმობს ინფრასტრუქტურას, ჩვენი საექიმო პერსონალი სამკურნალო პროცესში მონაწილეობას არ იღებს და მკურნალი ექიმი თავისი ეყოლება

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კლინიკა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესში არ იქნება ჩართული და მხოლოდ ინფრასტრუქტურას გამოყოფს.

მისივე თქმით, აუცილებელი კვლევები, რაც საჭირო იქნება პაციენტისთვის, შესრულდება კლინიკის პირობებში.

„ვივამედი“ უთმობს ინფრასტრუქტურას, თუ იქნება აუცილებელი კვლევები, შესრულდება კლინიკის პირობებში. მკურნალი ექიმი თავისი ეყოლება. მისი მკურნალი ექიმი ვისაც ჩათვლის საჭიროდ, მისი კონსულტანტები ჩაერთვებიან. ჩვენი საექიმო პერსონალი სამკურნალო პროცესში მონაწილეობას არ იღებს. უცნობია, თუ როდის გადმოიყვანენ კლინიკაში. ყველა კითხვა, რაც იარსებებს, მისი მკურნალი ექიმის მიმართ უნდა გადამისამართდეს“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, 29 ივნისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ განაცხადა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანაზე თანხმობა განაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება გიორგი პატარიძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ექიმებთან - მაკა იოსელიანთან და ანი ქავთარაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს