„ქართული ოცნების“ დეპუტატი ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ - უმნიშვნელოვანესია ის ნეიტრალური პოზიცია, რაც აშშ-ირანის კონფლიქტის დროს გვეჭირა

ჩვენი რეგიონის ლიდერები ერთად ჩავლენ ამ ცერემონიაზე და ერთად დაესწრებიან - მე ამაში ვერაფერს უცნაურს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შესაძლო დასწრებას ეხებოდა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ის ნეიტრალური პოზიციაა მნიშვნელოვანი, რომელიც საქართველოს, მათ შორის, ამერიკა-ირანის კონფლიქტის განმავლობაში ეჭირა.

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეს არის მთავრობა, ირანის ხელისუფლებას ვგულისხმობ, რომელთანაც ამერიკის შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებია უმნიშვნელოვანესი და ის ნეიტრალური პოზიცია, რომელიც საქართველოს მთელი ამ ამერიკა-ირანის კონფლიქტის განმავლობაში ეჭირა.

აქედან გამომდინარე, ჩვენი რეგიონის ლიდერები, სამხრეთ კავკასიასა და თურქეთს ვგულისხმობ, ერთად ჩავლენ ამ ცერემონიაზე და ერთად დაესწრებიან. მე ამაში ვერაფერს უცნაურს ვერ ვხედავ”, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს