თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა

თბილისის ზღვასთან, ივერთუბანში, თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურს, „სმარტის“ მარკეტს, Wendy’s®, Dunkin’®-ისა და Subway®-ის ამერიკულ რესტორნებს და „ამბოლის“ ავტომომსახურების ცენტრს.

ახალი კომპლექსი მომხმარებლებს მგზავრობისა და დასვენებისთვის საჭირო ყველა ძირითად სერვისს ერთ ლოკაციაზე სთავაზობს და თანამედროვე ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

„თანამედროვე საგზაო და მომსახურების ინფრასტრუქტურის განვითარება მხოლოდ ახალი ობიექტების მშენებლობას არ ნიშნავს. ჩვენი მიზანია ისეთი მრავალფუნქციური სივრცეების შექმნა, სადაც მომხმარებელი ერთ ადგილზე მიიღებს მგზავრობისთვის საჭირო ყველა სერვისს, ხოლო თანამედროვე ციფრული პლატფორმები მომსახურებას კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს გახდის. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ბიზნეს ჯგუფის წევრი კომპანიის – MP Development-ის მიერ განვითარებულ ახალ კომპლექსში წარმოდგენილია ჩვენი ეკოსისტემის თითქმის ყველა წამყვანი ბრენდი, რაც მომხმარებლებს სრულიად ახალ და უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს.

უკვე მრავალი წელია „ვისოლი“, „სმარტი“, Wendy’s®, Dunkin’® და Subway® ქვეყნის მასშტაბით ავითარებენ თანამედროვე ინფრასტრუქტურას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე სამომხმარებლო კულტურას ამკვიდრებს. სწორედ ასეთი პროექტები ქმნის თანამედროვე საქართველოს, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები ერთობლივად ემსახურებიან ეკონომიკის განვითარებასა და ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას,“ – აცხადებს სოსო ფხაკაძე, „ინვია“-ს პრეზიდენტი.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე, „სმარტის“ მარკეტში, Wendy’s®, Dunkin’®-ისა და Subway®-ის ამერიკულ რესტორნებსა და „ამბოლში“ ჯამურად 60-მდე ადამიანი დასაქმდა. მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის განვითარებისთვის ჯგუფის საერთო ინვესტიციამ 10 მილიონი ლარი შეადგინა.

ვისოლი

ვისოლიუკვე 26 წელია საქართველოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ინფრასტრუქტურის შექმნაზე ზრუნავს. კომპანია ფლობს ქვეყნის ყველაზე ფართო ავტოგასამართი სადგურების ქსელს დავისოლისადა ახალი ბიუჯეტური ბრენდის – „ვიგოსსახელით 150-მდე ობიექტს უწევს ოპერირებას. ვისოლი მომხმარებლებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის საწვავს, ელექტრომობილების დამტენ სადგურებს, მრავალფეროვან დამატებით მომსახურებასა და თანამედროვე ციფრულ სერვისებს, რითაც ქვეყნის მასშტაბით კომფორტულ და ინოვაციურ ეკოსისტემას ქმნის.

სმარტი

ახალ კომპლექსშისმარტისსუპერმარკეტების ქსელის 52- ობიექტი გაიხსნა. „სმარტიმომხმარებლებს ექსკლუზიურად იმპორტირებულ პროდუქტებს, ასევე ცნობილი შეფ-მზარეულის, ავთანდილ ცეცხლაძის რეცეპტებით მომზადებულ მაღალი ხარისხის საცხობ პროდუქციას სთავაზობს. იტალიური ყავა Trucillo, გზისთვის საჭირო მრავალფეროვანი ასორტიმენტი და სწრაფი მომსახურებასმარტს“ „კეთილი მგზავრობისგანუყოფელ ნაწილად აქცევს. 2026 წლის ბოლომდე კომპანია საქართველოში 60-ზე მეტი მარკეტით იქნება წარმოდგენილი. „სმარტიჩართულიავისოლისერთიან ლოიალობის პროგრამაში, რომლის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა, ქულების დაგროვება და დამატებითი ბენეფიტების მიღება.

Wendy’s®

ივერთუბანში გახსნილი Wendy’s® საქართველოში ქსელის 22- რესტორანია. დღეს ქართული Wendy’s® საერთაშორისო ქსელში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფრანჩაიზად მიიჩნევა ქსელის გაფართოებისა და გაყიდვების ზრდის ტემპით. ბრენდი მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს ახალ პროდუქტებსა და სეზონურ L.T.O. შეთავაზებებს, მათ შორის ახალ, მომხმარებლებში უკვე ძალიან პოპულარულ Doritos Burger-, Bubble Waffle-ის დესერტებსა და კლასიკურ ბესტსელერ ბურგერებს, რაც Wendy’s®- საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შეხვედრის ადგილად აქცევს.

Dunkin’®

Dunkin’® საქართველოში აქტიურად განაგრძობს ექსპანსიას. უმაღლესი ხარისხის ყავის პროდუქტებთან, მრავალფეროვან სენდვიჩებს, გამაგრილებელ სასმელებსა და ყოველდღიურად ახალ დონატებთან ერთად, კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ყავისა და სხვადასხვა ტიპის სასმელების კატეგორიის განვითარებას უთმობს, მათ შორის რეფრეშერების ხაზს, რაც მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. დღეს Dunkin’® საქართველოში 80-ზე მეტ რესტორანს აერთიანებს. ქსელის ყველა ობიექტი ყოველდღიურად მარაგდება თბილისში მდებარე მაღალტექნოლოგიური საწარმოდან, სადაც 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტი გერმანული, ფრანგული და იტალიური ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება.

Subway®

Subway® საქართველოში უკვე 28 რესტორანს აერთიანებს და იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც მსუბუქ, სწრაფ და მაღალი ხარისხის კვებას ანიჭებს უპირატესობას. ბრენდის მთავარი კონცეფცია სტუმარს საშუალებას აძლევს თავად შექმნას საკუთარი სენდვიჩიშეარჩიოს პური, ბოსტნეული, ინგრედიენტები და სოუსები, რის შედეგადაც მიიღოს სრულად საკუთარ გემოვნებაზე მორგებული პროდუქტი. სწორედ ინდივიდუალური არჩევანის თავისუფლება, სიახლე და ხარისხი აქცევს Subway®- მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სწრაფი კვების ბრენდად.

ამბოლი

ამბოლი” 2004 წელს დაარსდა და უკვე 22 წელია საქართველოს საავტომობილო ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. კომპანია მომხმარებლებს ავტოპროდუქტების ფართო არჩევანსა და თანმდევ სწრაფ სერვისებს სთავაზობს. “ამბოლისაქართველოს ყველა დიდ ქალაქშია წარმოდგენილი და 23 ფილიალს აერთიანებს, რაც მომხმარებლებს ხარისხიანი, სწრაფი და სანდო მომსახურების მიღების შესაძლებლობას ქვეყნის მასშტაბით აძლევს. ავტოსერვისებში ხელმისაწვდომია საავტომობილო სერვისების ფართო სპექტრი, ხოლო კომპანიის წამყვანი პროდუქტებია: საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, სამუხრუჭე ხუნდები და აკუმულატორები.

ამასთან, ამბოლი საქართველოში არაერთი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია. კომპანიის პორტფელში წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა Goodyear, Dunlop, Duracell, Eni, Textar და სხვა.

“MP Development”

“MP Development” კომერციული უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც აქვს 14 წლიანი წარმატების ისტორია უძრავი ქონების მართვისა და განვითარების მიმართულებით. კომპანია ამ ეტაპზე მთელი საქართველოს მასშტაბით 19 კომერციულ ობიექტს აერთიანებს.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს