ირაკლი ქადაგიშვილი - გვინდა, სამეზობლოში, ირანი იქნება, თურქეთი, აზერბაიჯანი თუ სომხეთი, ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს - დასრულდება რუსეთის ოკუპაცია საქართველოში? გვენდომება, რუსეთთანაც ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს

გვინდა რომ სამეზობლოში, ირანი იქნება, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, შავი ზღვის თუ კასპიის ზღვის იქით, ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს - დასრულდება რუსეთის ოკუპაცია საქართველოში? რა თქმა უნდა, ჩვენ გვენდომება, რომ ამ შემთხვევაში, რუსეთთანაც გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა კითხვას, რომელიც პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე წასვლას შეეხებოდა.

მისი თქმით, საქართველოს, როგორც სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, უფლება აქვს, რომ მის სამეზობლოში ან უფრო ფართო რეგიონშიც ჰქონდეს ურთიერთობა ყველა სახელმწიფოსთან.

„საქართველო არ შეიძლება იყოს ვიღაცის ვიწრო იდეოლოგიური ან ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ტყვეობის ქვეშ.

საქართველოს, როგორც სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, უფლება აქვს, რომ მის სამეზობლოში ან უფრო ფართო რეგიონშიც ჰქონდეს ურთიერთობა ყველა სახელმწიფოსთან. იმ სახელმწიფოსთან, ვინც არის გაეროს წევრი, ვისთანაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და მითუმეტეს ვინც ჩვენი მეზობელია.

აქედან გამომდინარე, გვინდა რომ სამეზობლოში, ირანი იქნება, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, შავი ზღვის თუ კასპიის ზღვის იქით, ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს. დასრულდება რუსეთის ოკუპაცია საქართველოში? რა თქმა უნდა, ჩვენ გვენდომება, რომ ამ შემთხვევაში, რუსეთთანაც გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა.

ასე რომ, საქართველოს ურთიერთობათა ჭრილი არ შეიძლება იყოს უკიდურესად ვიწრო. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა სახელმწიფო ცდილობს, თავისი ეროვნული ინტერესები რაც შეიძლება ფართო ასპარეზზე დაიცვას და გაავრცელოს”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს