დღეიდან საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) 2026-2027 წლების პრეზიდენტი უწყებაა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) 2026-2027 წლების პრეზიდენტი უწყებაა.

უწყების ცნობით, ICPEN-ის პრეზიდენტობის ფარგლებში, 2026 წლის სექტემბერში, თბილისში, სააგენტო მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელსაც 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.

“კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ICPEN-ის პრეზიდენტობის პერიოდში, წევრ ქვეყნებთან ერთად, სამ პრიორიტეტულ საკითხზე იმუშავებს: გააძლიეროს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარების, გლობალური სტანდარტების შემუშავების და არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით; გააძლიეროს ციფრულ ბაზრებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები; გააძლიეროს ახალგაზრდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებები გამოცდილ ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გაღრმავებით”, - აცხადებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო.

ICPEN-ის პრეზიდენტობის მთავარი გზავნილია - “ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“ (Building Trust in the Digital Age).

მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელი 1992 წელს დაარსდა. ორგანიზაცია 80-ზე მეტ წევრ ქვეყანას და წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებს აერთიანებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო