ირაკლი კუპრაძე - საერთაშორისო გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში დამონტაჟებულ ე.წ. ჭკვიან სათვალთვალო ვიდეო-კამერებს პროგრამულად სანქცირებული რუსული კომპანია უზრუნველყოფს

საერთაშორისო გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში დამონტაჟებულ ე.წ. ჭკვიან სათვალთვალო ვიდეო-კამერებს პროგრამულად სანქცირებული რუსული კომპანია უზრუნველყოფს - ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ანტიქართულმა „ოცნებამ” და ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოში უსაფრთხოების და საქართველოს მოქალაქეების ბედი ФСБ-ს გადააბარა, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კუპრაძის შეფასებით, არსებობს ძალიან დიდი საერთაშორისო საგარეო და საშინაო რისკები, რომელიც დამოკიდებული იქნება პუტინის რუსეთისა და ФСБ-ს კონტროლსა და გადაწყვეტილებებზე.

კუპრაძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ მათი პერსონალური ინფორმაცია საფრთხეშია.

მისივე თქმით, „არანაირი მოთხოვნა ივანიშვილის პროკურატურასთან“ არ გააჩნიათ, რადგან არა აქვთ მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება ჩაეხსნება ФСБ-ს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას გადასცემს“.

„ეს არის რუსული საოპერაციო სისტემა, რომელსაც შეუძლია მოქალაქეების გაკონტროლება გადაადგილების პროცესში. ეს არის სისტემა, რომელსაც შეუძლია აღრიცხოს საქართველოს მოქალაქეები თბილისის ქუჩებში მაშინაც კი, როცა მათი სახე ნაწილობრივ არის დაფარული. ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩებში ათეულ ათასიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში დღეის მდგომარეობით 10 000-მდე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული. „ოცნების” რეჟიმი უკვე წლებია იყენებს სანქცირებული ჩინური კომპანიების კამერებს. კამერები ეკუთვნის ჩინეთის კომუნისტურ სახელმწიფოს და იქ არის წარმოებული, პროგრამულ უზრუნველყოფას კი პუტინის რუსეთი ახორციელებს. ეს კომპანიებია Hikvision და Dahua, ორივე კომპანია სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და ყველა განვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფოს მიერ, რომლებიც არ უშვებს მოქალაქეების ტოტალურ კონტროლს, ძალადობას და იცავს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ტოტალიტარული სახელმწიფოების კონტროლისაგან.

ამ ყველაფრის პარალელურად, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ დევნოს საქართველოს მოქალაქეები, დევნოს ისინი ყველგან და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას და პუტინის რუსეთს - ერთს, როგორც მწარმოებელს ამ ვიდეოკამერებისა და მეორეს, როგორც პროგრამულად უზრუნველმყოფს პუტინის რუსეთის სახით.

არანაირი მოთხოვნა ჩვენ არ გაგვაჩნია - ამ მიმართვას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოქალაქეებს ვუთხრათ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია არის საფრთხეში და ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ თქვენი პერსონალური უფლებები, ადამიანის უფლება, თავისუფლება, გადაადგილების და პერსონალური ინფორმაციის დაცულობა იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს