Reuters - უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირში პარტნიორებს წერილი გაუგზავნა და „მშვიდობის ფონდიდან“ უკრაინის თავდაცვისთვის 6.6 მილიარდი ევროს გამოყოფა სთხოვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა, ევროპელ პარტნიორებს წერილი გაუგზავნა და „ევროპის მშვიდობის ფონდიდან“ უკრაინის თავდაცვის საჭიროებებისთვის 6.6 მილიარდი ევროს გამოყოფისკენ მოუწოდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 26 ივნისით დათარიღებულ წერილში ფედოროვი წერს, რომ უკრაინა წელს თავდაცვის მიზნებისთვის დაახლოებით 28.3 მილიარდ ევროს მიიღებს ევროკავშირის მიერ დამტკიცებული 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხიდან, თუმცა ამ თანხისა და კიევის საკუთარი ფინანსების მიუხედავად, თავდაცვის დაფინანსების მნიშვნელოვანი საჭიროებები კვლავ დაუკმაყოფილებელი რჩება.

ფედოროვის განმარტებით, უკრაინის თავდაცვის საჭიროებები წელს დაახლოებით 136 მილიარდ ევროს შეადგენს, საიდანაც 53 მილიარდი ევრო უკრაინის ბიუჯეტიდან დაიფარება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ხაზს უსვამს, რომ „ევროპის მშვიდობის ფონდის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხები შეიძლება გახდეს „წელს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული წვლილი უკრაინის თავდაცვის ძალისხმევაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რესურსები მიმართული იქნება იქით, სადაც მათ შეუძლიათ უდიდესი და ყველაზე მყისიერი სამხედრო ეფექტის მოტანა“.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს