მამუკა მდინარაძე - მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნების სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიეცა 6 პირი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც- მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნების სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიეცა 6 პირი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახური ყოველთვიურად ათეულობით ახალ კადრს იზიდავს, რითაც წარმატებით გრძელდება სამსახურის განახლება-გადახალისების რეფორმა.

„ბუნებრივია შევეხები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალიან წარმატებულ საქმიანობასაც. მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნების სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიეცა 6 პირი - მოგეხსენებათ, რომ უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთ გაბედული გადაწყვეტილებების, ასეთი მოკლე დროის მონაკვეთში მიღება, ბოლო რამდენიმე ათწლეულია მსოფლიოს წამყვან სპეცსამსახურებსაც კი უჭირთ. ამ პერიოდშივე, დაკავებულია სამი პირი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე. წარმატებული მუშაობა გრძელდება სუს-ის მხრიდან ანტიკორუფციული მიმართულებითაც. საქართველოს ისტორიაში პირველად, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას ექნება სამაგისტრო პროგრამის განხორციელების და უსაფრთხოების მაგისტრის კვალიფიკაციის მინიჭების უფლება.

უსაფრთხოების სამსახური ყოველთვიურად ათეულობით ახალ კადრს იზიდავს, რითაც წარმატებით გრძელდება სამსახურის განახლება-გადახალისების რეფორმა. შეიძლება ითქვას, რომ დინამიკურად, ყოველდღიურად იმატებს სამსახურში შემოსული ინფორმაციის რაოდენობა. მნიშვნელოვნად უმჯობესდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სპეცსამსახურისთვის აუცილებლობის მქონე ტექნიკური საშუალებების ხარისხი.

შეიძლება უფრო მეტად ვერ დავკონკრეტდეთ, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს