მამუკა მდინარაძე - ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში, დასუსტებულ აგენტურას წარმოადგენს - მიხეილ სააკაშვილი აგენტურული დავალებების შესრულებაში წარჩინებული იყო და ახლა ეპრანჭება პატრონებს, ცდილობს მათ დაუმტკიცოს, რომ ისევ აქვს გავლენა

ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში. ამის გაცნობიერება მოგვიწევს, ოპოზიცია წარმოადგენს რეალურად დასუსტებულ აგენტურას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ოპოზიცია არის აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და ფლანგიდან დავალებების შესაბამისად იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისთვის“.

„ჩვენ მოგვიწევს გაცნობიერება იმის, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში. ამის გაცნობიერება მოგვიწევს. არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და ფლანგიდან დავალებების შესაბამისად იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისთვის. არსებობს აგენტურა, რომელიც უკვე იყო ხელისუფლებაში და ასრულებდა დავალებებს და ამ დავალებების სავალალო შედეგები ჩვენ ვნახეთ. ბევრმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ, ბევრმა ოჯახის წევრზე, მეზობელზე, ნათესავსა და საკუთარ ქვეყანაზე. მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შედეგი იქნება ისევ აგენტურის მიერ დავალებების შესაბამისად ქვეყნის მართვა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ამ არ დაშვების აუცილებელი პირობაა, რომ გავაცნობიეროთ, ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, გვყავს აგენტურა, რომელიც იღებს დავალებას, აგენტურა, რომელიც შემდეგ აფინანსებს მისი გავლით მედიასაშუალებებს. აგენტურა, რომელთაც ჩაეხსნათ დაფინანსების წყაროები, FARA-ს და „გამჭვირვალობის კანონის“ მიხედვით. ჩვენ კარგად გავთვალეთ ეს სვლები. ოპოზიცია წარმოადგენს რეალურად დასუსტებულ აგენტურას.

მათი ლიდერი იყო მათი მმართველობის დროს სანიმუშო შემსრულებელი დავალებებისა. ამ ქვეყანაში აგენტურული ჯგუფებიდან ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული იყო მიხეილ სააკაშვილი აგენტურული დავალებების შესრულებაში. ამიტომ მას თავისი როლი რჩება. განსაკუთრებული როლია ის არამხოლოდ მის პარტიაში, არამედ ე.წ.ოპოზიციურ ფლანგზე. ის დღეს ეპრანჭება თავის პატრონებს და ცდილობს მათ დაუმტკიცოს, რომ ისევ გააჩნია გავლენა იმდენი, რომ გააკეთონ მასზე არჩევანი. მისი გამოხტომები მხოლოდ ამას ემსახურება”, - განაცხადა მდინარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს