საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იაპონიის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მრჩევლის, პროფესორ სატოში მიჰარას საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილმა იაპონელმა მეცნიერმა, იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციაში (KEK - the High Energy Accelerator Research Organization) და იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კვლევების კომპლექსში (J-PARC - Japan Proton Accelerator Research Complex) მიმდინარე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი COMET ექსპერიმენტის მენეჯერმა, იაპონიის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მრჩეველმა, პროფესორმა სატოში მიჰარამ საჯარო ლექცია - „KEK-ისა და J-PARC-ის გაცნობა: ნაწილაკების ფიზიკისა და ამაჩქარებლის ტექნოლოგიების განვითარების მოწინავე მიმართულებები იაპონიაში“ (Introduction to KEK and J-PARC: Frontiers of Particle Physics and Accelerator Development in Japan) გამართა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საჯარო ლექციის დაწყებამდე პროფესორ სატოში მიჰარას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე შეხვდა და მასთან ერთად COMET კოლაბორაციასა და ექსპერიმენტში უნივერსიტეტისა და მისი მეცნიერთა ჯგუფის მონაწილეობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

საჯარო ლექციის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს იაპონელი მეცნიერი სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ წარუდგინა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობას, რაც სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, პედაგოგებსა და მეცნიერებს უახლეს კვლევით მიღწევებთან წვდომის შესაძლებლობას უქმნის.

როგორც ვიცე-რექტორმა განაცხადა, იაპონიაში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე განთავსებულ მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კვლევით ცენტრებში - KEK-ის ცუკუბა კამპუსსა და J-PARC-ში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს COMET ექსპერიმენტში იაპონელ და სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებთან ერთად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფებიც აქტიურად არიან ჩართულნი. თამარ ლომინაძის თქმით, უნივერსიტეტის საინჟინრო და კვლევითი პოტენციალის აღიარება მრავალმხრივ უწყობს ხელს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მის ინტეგრაციას და ახალ კვლევით კოლაბორაციებში მონაწილეობას.

ვიცე-რექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროფესორ სატოში მიჰარას მრავალწლიანი მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს იაპონიის წამყვან კვლევით ცენტრებსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში, რაც ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას უქმნის ეფექტიანად ჩაერთონ თანამედროვე ფუნდამენტურ კვლევებში.

საჯარო ლექციის ფარგლებში COMET ექსპერიმენტის მენეჯერმა, პროფესორმა სატოში მიჰარამ აუდიტორიას გააცნო იაპონიის ორი უმსხვილესი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის – KEK-ისა და J-PARC-ის ისტორია, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მათი განსაკუთრებული როლი თანამედროვე ფუნდამენტური მეცნიერების, კერძოდ კი ნაწილაკების ფიზიკის განვითარებაში.

მომხსენებელმა ისაუბრა მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების შექმნისა და განვითარების თანამედროვე ტექნოლოგიებსა და იმ უნიკალურ კვლევით ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მეცნიერებს, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფს საშუალებას აძლევს შეისწავლონ მატერიის ფუნდამენტური თვისებები, ელემენტარული ნაწილაკები და სამყაროს ფიზიკური კანონზომიერებები.

ლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო COMET ექსპერიმენტს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მაღალტექნოლოგიური კვლევითი პროექტია. პროფესორმა მიჰარამ აუდიტორიას გააცნო აღნიშნული ექსპერიმენტის სამეცნიერო მიზნები, მისი უნიკალურობა ახალი ფიზიკის ძიებათა თვალსაზრისით და ის უახლესი კვლევები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებიც ექსპერიმენტის განხორციელების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობით მიიღწევა.

სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის დასასრულ, პროფესორმა სატოში მიჰარამ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა და ახალგაზრდებს კვლევითი გამოცდილება გაუზიარა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს