მამუკა მდინარაძე - ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კონკრეტული პირი, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში იყო საუბარი

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კონკრეტული პირი, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში იყო საუბარი.

მდინარაძის თქმით, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების წარმოება მუდმივად მიმდინარეობს.

“დაზარალებული, მისი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მათი ადვოკატები მუდმივად საქმის კურსში არიან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და იციან, რას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

კონკრეტული პირის მიმართ ჩნდება ეჭვი საქმეში, იცოდა თუ არა მან კონკრეტული დანაშაულის შესახებ, დამალა, ხელი შეუწყო, დაეხმარა, რასთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები. ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციაზეც იგივე შემიძლია გითხრათ - ერთ-ერთ პირზე იყო საუბარი და ყველასთვის ცნობილი იყო, რომ მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ინფორმაციულობის მაღალი დონე ამის ფონზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზე ვერ საუბრობდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ამ წუთებში მე როგორც ვიცი და ჩემთვის როგორც ცნობილია, შეიძლება უკვე დაკავებულიც კი იყოს ის პირი, რომელზეც იყო საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში.

აბსოლუტურად გაგებით ვეკიდებით ყველა სიტყვას. დაზარალებულს, ყველაზე მეტის თქმის უფლება აქვს, მაგრამ ამავე დროს ყველას ვთხოვთ, მათ შორის დაზარალებულებსაც - არა მხოლოდ ამ საქმის დაზარალებულს - როდესაც საქმის კურსში ვართ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა შეიძლება პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც.

დღეს, მე როგორც ვიცი, ამ ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკვე დაკავებულია კონკრეტული პირი, მაგრამ ეს თხოვნა და გაფრთხილება შეიძლება სხვა შემთხვევებშიც გამოგვადგეს. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, ნუ დავასწრებთ მოვლენებს. დავაცადოთ საგამოძიებო ორგანოებს იმ მოქმედებების ლოგიკურ შედეგებამდე მიტანა, რა მოქმედებების შედეგიც უნდა იყოს პირის ბრალდება. ეს გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული ემოციურ ფონზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა