მედია - ამერიკელ და ირანელ ოფიციალურ პირებს შორის დოჰაში არაპირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს

აშშ-სა და ირანის ოფიციალური პირები დოჰაში ყატარისა და პაკისტანის შუამავლების მეშვეობით არაპირდაპირ, დაბალი დონის ტექნიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, - ინფორმაციას CNN-ი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი, რომლებიც თავად არ ესწრებიან მოლაპარაკებებს, გუშინ დოჰაში კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ, რათა დღეისთვის დაგეგმილი არაპირდაპირი მოლაპარაკებებისთვის საფუძველი ჩაეყარათ.

ამასთან, დღესვე იგეგმება მოლაპარაკებები ირანისა და კატარის წარმომადგენლებს შორის. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები თეირანსა და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებას, ასევე ქვეყნის გაყინულ აქტივებს შეეხება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო