მამუკა მდინარაძე - ოზურგეთში სამუშაოებს აწარმოებს ჩინური კომპანია, რომელიც თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად არ ასრულებს - კომპანიის მიმართ, სხვა ადგილზე ჩატარებული სამუშაოების გამო, სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება

ოზურგეთში სამუშაოებს აწარმოებს ჩინური კომპანია, რომელიც თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად არ ასრულებს - კომპანიის მიმართ, სხვა ადგილზე ჩატარებული სამუშაოების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „არაჯეროვნად და დანაშაულებრივად შესრულებული ვალდებულებები არავის შერჩება“.

„ოზურგეთში სამუშაოებს აწარმოებს ჩინური კომპანია, რომელიც - ძალიან რბილად რომ ვთქვათ - თავის მოვალეობას მთლად კეთილსინდისიერად არ ასრულებს. ამ კომპანიის მიმართ, სხვა ადგილზე ჩატარებული სამუშაოების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება. რაც არ უნდა შეაყოვნოს თავისი ვალდებულებების შესრულება, ამ ჩინურ კომპანიას და სხვა კომპანიასაც ნებისმიერს თავისი ვალდებულებების პირნათლად შესრულება მოუწევს.

სამწუხაროდ, საქართველოში მოქმედი კომპანიების ნაწილი ძალიან შეეჩვია ბოლო წლების განმავლობაში იმას, რომ ჯეროვნად არ შეასრულებდნენ საკუთარ ვალდებულებებს და შემდეგ ეს შერჩებოდათ ხოლმე. მე ვაძლევ გარანტიას ყველას, რომ არავის შერჩება არაჯეროვნად და მით უმეტეს დანაშაულებრივად შესრულებული ვალდებულებები. თუ აკეთებ საქმეს, კეთილი ინებე და გააკეთე ისე, რომ ხარისხზე მერე მოსახლეობამ ვერ იწუწუნოს და სათქმელი არ ჰქონდეს არც ხელისუფლებასთან, არც კომპანიასთან და არც საკუთარი დისკომფორტის ფასად უნდა გადაადგილდებოდეს საკუთარ სახლებთან, საკუთარ რეგიონებში, თუ ქალაქებში. ამიტომ, ყველას მოუწევს ვალდებულებების შესრულება, ამას უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს