მარკ რუტე - რუსეთზე ზეწოლა ომის დასრულების შემდეგაც უნდა გავაგრძელოთ - რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხედ დარჩება

მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე მოკავშირეები ვალდებულებას აიღებენ უზრუნველყონ უკრაინისთვის მდგრადი, პროგნოზირებადი და გრძელვადიანი უსაფრთხოების დახმარება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გერმანიაში ქვეყნის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან და თავდაცვის მინისტრთან, ბორის პისტორიუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გერმანია უკრაინის საკითხში ლიდერია. თქვენ მისი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ხართ ევროპაში, მისი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვის მიმართ ერთგული“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, როცა ომი დასრულდება.

„ვთანხმდებით, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაგრძელოთ. მაშინაც კი, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ ომი დასრულდება, რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხედ დარჩება“, - აღნიშნა რუტემ.

მან ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ირანმა მსოფლიო ეკონომიკის მძევლად აყვანა სცადა.

„გლობალური უსაფრთხოების გარემო რთული და არასტაბილურია. შეხედეთ, როგორ სცადა ირანმა მსოფლიო ეკონომიკის მძევლად აყვანა ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით. მივესალმები მოკავშირეების ვალდებულებას, უზრუნველყონ სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება“,- აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, გერმანია, მთლიანად ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ნატო-ში ერთად ყოფნით ყოველთვის უფრო ძლიერები იყვნენ.

„თავდაცვაში მეტი ინვესტიციების ჩადებით, ინდუსტრიის გაძლიერებით და ინოვაციური ახალი სისტემების დანერგვით, ჩვენ მომავლისთვის მზად ვიქნებით“, - აღნიშნა რუტემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს