ვიკა ფილფანი „ქართულ ოცნებას“ - ვეღარ გამოხვალთ ამ სპირალიდან! - ხალხი იქნება ყველაზე სასტიკი თქვენს მიმართ!

ივანიშვილის მიერ გაგდებული გენერალ-ინკასატორ-ზონდერ-კოორდინატორი იმდენადაა შეშინებული, რომ თავისი ზონდერების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დაცვის არგუმენტად მომხდარ ფაქტზე ჩვენი პარტიის სამართლებრივი კვალიფიკაციის დაკნინება სცადა, თითქოს გიგა ფარულავა სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა , - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ვიკა ფილფანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.

როგორც ფილფანი წერს, იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილია, მამუკა მდინარაძის ბრიფინგიც ადასტურებს, რომელიც პროკურატურის ნაცვლად ჩაატარა.

„თუ მას სამართლებრივ ლოგიკაში გავყვებით, ზონდერ-კოორდინატორი იმასაც ვერ ხვდება, რომ ის თავისი ლოგიკით მინიშნებას აკეთებს სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ უფრო მძიმე მუხლზე, რითაც უფრო უმძიმებს მოძალადეებს მდგომარეობას.

რაც უწერიათ, ის მუხლი არაა სწორიო (რაც აბსურდია), მაგრამ თუ მოვალეობის შესრულებას არ ჰქონია ადგილი, მთლად უარესი თქვენთვის!

სახელმწიფო ინსტიტუტები რომ მოშლილია და არავითარი სამართლიანი წესრიგი ქვეყანაში არ არსებობს, ამას ზონდერ-კოორდინატორი მდინარაძის ბრიფინგიც ადასტურებს, რომელიც პროკურატურის ნაცვლად ჩაატარა ისე, რომ სამართლებრივადაც თავი დაიმარხა!

ამ ამბის მიმტან-მომტანი, ანიმატორი გენერლის ხელით გაიწირნენ მათივე ყოფილი მაღალჩინოსნები, ამ ახალ-ახალი ზონდერების გაწირვაც არ გაუჭირდება, გუნდში უკვე ყველამ იცის, რომ გამკეთებელია.

ყველაზე ბინძური საქმეები აკეთებინეს და მაინც რაღაც გამოგონილ თანამდებობაზე დასვეს, როგორც ბოლომდე გამოსაყენებელი!

ვეღარ გამოხვალთ ამ სპირალიდან!

ხალხი იქნება ყველაზე სასტიკი თქვენს მიმართ!

საკუთარი ამომრჩეველი კი უსასტიკესი!“ , - წერს ვიკა ფილფანი.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს