არსებული ინფორმაციით, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი გიორგი მალანიაა

არსებული ინფორმაციით, გიგა ავალიანის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს.

„ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ერთი პირის დაკავებას უდასტურებენ.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, დაკავება მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

მანამდე, „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი მალანია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ლანჩხუთში დააკავეს.

გიგა ავალიანის დედის ეკა კუპატაძის განცხადებით, „გიორგი მალანია არის საქართველოში ყველაზე საშიში პიროვნება“.

„რომ არა გიორგი მალანია, შესაძლებელია დღეს გიგა ავალიანი ცოცხალი ყოფილიყო, რადგან ნია იმნაძე ამ ყველაფერს სისრულეში მაინც მოიყვანდა თავის მკვლელ შეყვარებულთან ერთად, მაგრამ საქმე ისაა, რომ გიგა მოკლეს 1-ელ ოქტომბერს, 2 ოქტომბერს ჩემი დაბადების დღე იყო და სავარაუდოდ, ჩვენ ერთად წავიდოდით სახლში. გიორგი მალანიამ დააჩქარა გიგა ავალიანის მკვლელობა და კიდევ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, გიორგი მალანია არის საქართველოში ყველაზე საშიში პიროვნება, იმიტომ, რომ გიორგი მალანია სახეში უყურებდა გიგას, მან იცოდა, რომ გიგას წუთები დათვლილი იყო. მან იცოდა, რომ მის მასწავლებელს მხოლოდ რამდენიმე წუთის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ბოლო მითითებები, ზუსტად არ ვიცი რა უთხრა, მაგრამ ბოლო მითითებები მან ალექსანდრე გაბაშვილს მისცა მამასთან ერთად. ის იჯდა მამასთან ერთად მანქანაში, როცა ბოლო დეტალებს აწვდიდა ალექსანდრე გაბაშვილს. გაკვეთილზეც უპასუხა ალექსანდრე გაბაშვილს, სავარაუდოდ, იმ დროს გიგა ჩაის გასაკეთებლად იყო გასული და გაკვეთილზე ბავშვებთან ერთად ესაუბრა მკვლელს", - განუცხადა ეკა კუპატაძემ „ტვ პირველს“.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს