სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუას პატიმრობის ვადა შეუმცირა - ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

თორნიკე თოშხუამ, რომელსაც რუსთაველის გამზირზე ჯგუფურ ძალადობას ედავებოდნენ, საპატიმრო დატოვა, მინდია შერვაშიძე კი რამდენიმე საათში თავისუფალი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას ადვოკატი ომარ ფურცელაძე ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ფურცელაძემ განაცხადა, მსჯავრდადებულებს სააპელაციო სასამართლომ საპატიმრო ვადა შეუმცირა.

მისივე განმარტებით, თოშხუა სასამართლო პროცესს ესწრებოდა და ის დარბაზიდანვე გათავისუფლდა, ხოლო შერვაშიძე საპატიმროს უახლოეს საათებში დატოვებს.

ცნობისთვის, ყოფილი ფეხბურთელისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტის, ბექა გოცირიძის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულები, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ დამნაშავედ 1-ელ აპრილს ცნო.

მოსამართლე ელენე გოგუაძის განაჩენის მიხედვით, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მათ პენიტენციური დაწესებულების დატოვება აგვისტოში უწევდათ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია