„დროას“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედში“ გადაჰყავთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაჰყავთ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „დროას“ პრესსამსახური ავრცელებს.

"რამდენიმე წუთის წინ, ექიმ მაკა იოსელიანს შეატყობინეს, რომ ელენე ხოშტარია ამ წუთებში გადაჰყავთ "ვივამედში". მას დღესვე მოინახულებს მაკა იოსელიანი, ანი ქავთარაძესთან ერთად",-აცხადებენ პარტიაში.

ხოშტარიას კლინიკაში ეტაპირების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ორი დღის წინ მიიღო. შესაბამისი განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ელენე ხოშტარიას ექიმებთან - მაკა იოსელიანთან და ანი ქავთარაძესთან შეხვედრა დასრულდა.

კლინიკა „ვივამედში“ ხოშტარია დამატებით კვლევებს ექიმების, მაკა იოსელიანის და ანი ქავთარაძის მეთვალყურეობით გაივლის, შემდეგ კი მისი მკურნალობის პროცესი დაიწყება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო