თაზო დათუნაშვილი - ერთში მართლები არიან შარმანაშვილის დამცველები - კაცი აშკარად სიცოცხლით სავსე მედროვეა

2010 წელს მიხეილ სააკაშვილმა თენგიზ შარმანაშვილი ერევანში ელჩად დანიშნა. შარმანაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილთან განსაკუთრებულ ურთიერთობებზე თავად საუბრობდა... დღეს ამ კაცის მორალურ კომპასში ეჭვი შევიტანე და ამაზე გადარეულა მთელი "ქართული ოცნება", - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს და თან ტელეკომპანია „მაესტროს“ საარქივო სიუჟეტის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც შარმანაშვილის ელჩად დანიშვნაზე გაკეთდა შეფასებები.

როგორც დათუნაშვილი წერს, შარმანაშვილი „პოლიტიკური ქამელეონია“, რომელმაც ყველა მთავრობაში მოასწრო ყოფნა.

„2010 წელია, საქართველოში სააკაშვილის გვიანი აბსოლუტიზმი მძვინვარებს, "ნაცების" მმართველობა ყველა ზღვარსაა გადასული, "მაესტროს" სიუჟეტი ჰყვება ამბავს თენგიზ შარმანაშვილის სააკაშვილის ელჩად დანიშვნის შესაღებ ერევანში და მის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე პრეზიდენტ სააკაშვილთან, ის თავად საუბრობს გამალებით.

ამ სიუჟეტამდე შარმანაშვილს უკვე მოსწრებული აქვს პუტჩის დროს "ედპ"-ში ყოფნა, შემდეგ შევარდნაძის "მოქალაქეთა კავშირში" თანამდებობების დაკავება, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საკონსტიტუციო კომისიის მდივნობა, ამ სიუჟეტში კი სააკაშვილის ელჩია უკვე. აქ როდი ამთავრებს პოლიტიკურ ქამელეონობას, გავა რამდენიმე წელი და შარმანაშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატი, თანამდებობის პირი და ლამის მთავარი სპიკერიც გახდება და მორალსაც გვიკითხავს მთელ ქვეყანას.

დღეს ამ კაცის მორალურ კომპასში ეჭვი შევიტანე "ტვ პირველის" ეთერში, ამაზე გადარეულა მთელი "ქართული ოცნება", ეს რა იკადრაო, ეს როგორ გააკეთაო, ჩვენ ასეთი კაცის თანაგუნდელობა განსაკუთრებით გვეამაყებაო… არადა, ჩემი ეს შეფასება ზეციდან კი არ ჩამოვარდნილა, შარმანაშვილმა ქართველობით გაამართლა ორ თანამდებობის პირზე, დეპუტატებზე ჯგუფური ძალადობის შემზარავი აქტი და ამას გამოვეხმაურე.

ისე კი, ერთში მართლები არიან მისი დამცველები, შარმანაშვილის პოლიტიკური შეფასებისას „ზეზეული გვამის“ ხსენება ნამდვილად ზედმეტი იყო, კაცი აშკარად სიცოცხლით სავსე მედროვეა - "მრგვალი მაგიდის გარდა", ყველა მთავრობაში მოასწრო ყოფნა“, - წერს თაზო დათუნაშვილის სოციალურ ქსელში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს