ვასო ურუშაძე - ფასები კიდევ უფრო გაძვირდა - შოუ დაგვიდგეს და დრო გაგვატარებინეს

რაც ფასების შემსწავლელი კომისია შეიქმნა, მას შემდეგ ფასები კიდევ უფრო გაძვირდა - შოუ დაგვიდგეს და უბრალოდ დრო გაგვატარებინეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვასო ურუშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ვასო ურუშაძის თქმით, ფასების ზრდის პრობლემის მოგვარებას სჭირდება კეთილსინდისიერი მთავრობა, რომელიც ორიენტირებულია ხალხზე,

„ფასების კომისია ჰქონდათ, მაგრამ რა შედეგი მივიღეთ? რაც ეს კომისია შეიქმნა, მას შემდეგ ფასები კიდევ უფრო გაძვირდა იმიტომ, რომ ასეთი კომისიებით რეალურად არ ხდება პრობლემის მოგვარება. პრობლემის მოგვარებას სჭირდება კეთილსინდისიერი მთავრობა, რომელიც ორიენტირებულია ხალხზე, ქვეყნის განვითარებაზე და გრძელვადიან გეგმებზე მუშაობს, ცდილობს, რომ გრძელვადიანად გადაჭრას კონკრეტული პრობლემა, ნაცვლად იმისა, რომ უკვე დამდგარ შედეგზე ილაპარაკოს.

ფაქტობრივად, რა გააკეთა ხელისუფლებამ? იმ პრობლემაზე, რომელიც ისედაც აწუხებს ხალხს და ყველასთვის ცნობილია, ამაზე უბრალოდ საჯაროდ იმსჯელეს, თითქოს არ იცოდნენ. დაიბარეს იმპორტიორები, დისტრიბუტორი კომპანიები, მარკეტების ქსელის მეპატრონეები. შოუ დაგვიდგეს და უბრალოდ დრო გაგვატარებინეს. არანაირი კონკრეტიკა, არანაირი მოქმედება და არანაირი რეაგირება ხელისუფლებას არ გაუკეთებია იმისთვის, რომ პრობლემა გრძელვადიანად გადაჭრილიყო“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს