ირაკლი კობახიძე - გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს, ამ ღირსშესანიშნავ თარიღს - ეს არის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის მარადიული იდეალებისადმი პატივისცემა

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვუერთდები ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავ საღამოს. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დამოუკიდებლობის დღე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ეროვნული დღესასწაული.

„ეს არის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის მარადიული იდეალებისადმი პატივისცემა. ეს იდეალები ზუსტად ეხმიანება საქართველოს გამოცდილებასა და მისწრაფებებს.

ამერიკის სადამფუძნებლო პრინციპებმა კონსტიტუციურ სისტემაზე ბევრად მეტი შექმნა, რამაც ხელი შეუწყო ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც ინოვაციების, მეცნიერების, განათლების, მეწარმეობისა და კულტურის გლობალურ ლიდერად იქცა.

დამოუკიდებლობის დეკლარაციაში გამოხატული იმ ურყევი რწმენის საფუძველზე, რომ ყველა ადამიანს „შემოქმედის მიერ ბოძებული აქვს ხელშეუვალი უფლებები", ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნა ინსტიტუტები, რომლებმაც ხელი შეუწყო შემოქმედებითობის განვითარებას, წაახალისა ინიციატივა და შთააგონა არაერთი თაობა ქვეყნის საზღვრებს მიღმაც.

გარდამტეხი სამეცნიერო აღმოჩენებით და ტექნოლოგიური ინოვაციებით დაწყებული, ლიტერატურით, კინემატოგრაფიითა და ხელოვნებით დამთავრებული, ამერიკის წვლილმა თანამედროვე მსოფლიოზე წარუშლელი კვალი დატოვა.

დამფუძნებელი მამების ფილოსოფიური ხედვის, ძლიერი ინსტიტუტებისა და კულტურული სიცოცხლისუნარიანობის ამ უნიკალურმა ერთობლიობამ ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაძლებლობა მისცა, ჩამოყალიბებულიყო მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სუვერენულ სახელმწიფოდ, პროგრესისა და ინოვაციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს