სალომე ზურაბიშვილი - ერთი „ოცნება“ ამერიკას არწმუნებს ვითომდა ახალ ერთგულებას, მეორე კი ირანის ლიდერებს, მათ ვინც „სიკვდილი ამერიკას!“ ძახილით დაგვამახსოვრეს თავი - ამ საქციელს ღირებულებების და ღირსების ჭრილში სხვა რამეს ეძახიან

ერთი „ოცნება“ ამერიკას არწმუნებს ვითომდა ახალ ერთგულებას და მეორე „ოცნება“ კი ირანის ლიდერებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე „ქართული ოცნების“ ლიდერების მისვლას ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ აღნიშნულ პოლიტიკას დაბალანსებულ დიპლომატიად მიიჩნევს, თუმცა სინამდვილეში „ამ საქციელს სხვა რამეს ეძახიან”.

„ერთი „ოცნება“ ამერიკას ურწმუნებს ვითომცდა ახალ ერთგულებას და მეორე „ოცნება“ კი ირანის ლიდერებს, იმათ ვინც “სიკვდილი ამერიკას!” ძახილით დაგვამახსოვრეს თავი და ევროპას მტრულ ბანაკად აღიქვამენ. ამას მიიჩნევენ დაბალანსებულ დიპლომატიად, სინამდვილეში კი ამ საქციელს ღირებულებების და ღირსების ჭრილში სხვა რამეს ეძახიან”, - წერს სალომე ზურაბიშვილი “ფეისბუქზე“.

ასევე, მსგავსი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა სალომე ზურაბიშვილმა პლატფორმა X-ზე და კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საქართველოს მმართველი პარტია პრორუსულ კურსში.

“უცნაურია ორი ოფიციალური საქართველოს დანახვა: ერთი, რომელიც საელჩოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაში მონაწილეობს, მეორე აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე იმათთან ერთად, ვინც “სიკვდილი ამერიკას!” მღერიან. ორივე ძალიან პრორუსულ “ქართული ოცნების” პარტიას წარმოადგენს?”,-წერს ზურაბიშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს