თამარ ჩერგოლეიშვილი - ავტოკრატიით ავტოკრატიას ვერ დაამარცხებ, სააკაშვილი არის ტიპური „უკბილო ავტოკრატია“ - ცილი დაგვწამა და მაგ სიმართლით იარა, დღეს კი ის ვარცხნილობა აქვს, რაც აქვს

ავტოკრატიით ავტოკრატიას ვერ დაამარცხებ. სააკაშვილი არის ტიპური „უკბილო ავტოკრატია“, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ დაღუპა და დანარჩენმა პოლიტიკურმა სპექტრმა არ უნდა მივცეთ უფლება, რომ პროცესიც დაღუპოს.

მან ასევე, ისაუბრა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის, რომელიც სააკაშვილის მიერ ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა, განცხადებების კონტექსტშიც.

„ნანულას [ნანუკა ჟორჟოლიანი] პოლიტიკური ანალიზები არ მაინტერესებს. მიშა რომ ჩამოიყვანეს, 100 000 კაცი გელოდებაო, სად წავიდნენ ხომ ნახეს? 4 ოქტომბრის პროპონენტი იყო ეგ ქალი და რა მოხდა მერე? ნუნუ თუ ნანა სანდერსს დააბრალა ამხელა რევოლუციის ჩაშლა. რას ბჟუტურებს? ამის გარჩევა არ მინდა, რადგან ეს ეწინააღმდეგება ბიძინას [ივანიშვილი] დამარცხების ამოცანას. ავტოკრატიით ავტოკრატიას ვერ დაამარცხებ. სააკაშვილი არის ტიპური „უკბილო ავტოკრატია“. მისი თავმჯდომარეობის კანდიდატი იძახის, რომ „ნაციონალური მოძრაობა არის მიშა და ხუთიანი არის მხოლოდ მიშა, ასეთი რამ წარმოუდგენელია.

200-კაციანი აქციის მოწყობა არ შეუძლია საკუთარი თავისთვის, ეს შეუძლია დღეს სააკაშვილს, მეხუთე ადგილას გაჩანჩალებული ძალაა. სვეტებს რომ ერჩის, ცაგერშიც სვეტებმა უგანეს ან სხვა ადგილებში, სადაც მეოთხეზე გაჩანჩალდა? თავისმა თავმა დაღუპა, თვითონ დაღუპა თავისი პარტია და დანარჩენმა პოლიტიკურმა სპექტრმა არ უნდა მივცეთ უფლება, რომ პროცესიც დაღუპოს“, - განაცხად თამარ ჩერგოლეიშვილმა.

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ცილისმწამებელი და ცდილობს, რომ „ასავალ-დასავალის ენაზე“ ელაპარაკოს ხალხს.

„სააკაშვილი არის ტიპური ცილისმწამებელი, მან ჩათვალა, რომ ქართველები არიან „ქოცები“, მას უნდა ელაპარაკო ასავალ-დასავალის ენაზე. ნანულა რასაც ლაპარაკობს, ეგ არის სააკაშვილი, რომ ცილისწამებით, ყველაფრის კადრებით, ტელევიზიებზე სრული კონტროლის დამყარებით უნდა მოახვიოს თავისი თავი ისევ ქართველ ხალხს თავს, მაგას აკეთებს. როგორც ჩვენ დაგვწამა ცილი და მაგ სიმართლით იარა აქამდე, დღეს ის ვარცხნილობა აქვს, რაც აქვს, მაგ სიმართლის შედეგია ეგ ყველაფერი. იმავეს აგრძელებს „ახალთან“ დაკავშირებითაც“, - განაცხადა თამარა ჩერგოლეიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს