Reuters - რუსეთმა და ჩინეთმა 2025 წელს საიდუმლო სამხედრო წვრთნები ჩაატარეს

რუსეთმა და ჩინეთმა 2025 წელს საიდუმლო სამხედრო წვრთნები ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ევროპელ მაღალჩინოსნებსა და საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ორი ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით და დოკუმენტების თანახმად, რომლებსაც სააგენტო Reuters-ი გაეცნო, გასულ წელს რუსი სამხედროების ჩინეთში საიდუმლო სამხედრო წვრთნები პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თავდაცვის მინისტრის მიერ იყო დამტკიცებული და მინიმუმ ოთხი რუსი და ჩინელი გენერლის უშუალო მონაწილეობით ტარდებოდა”, - წერს სააგენტო.

ევროპელი მაღალჩინოსნების თქმით, ასეთი მაღალი თანამდებობის პირების წვრთნებში მონაწილეობა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომს უკავშირდება, რუსეთისთვის და ჩინეთისთვის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მეტყველებს, რამაც შეშფოთება გამოიწვია ევროპაში იმის მიუხედავად, რომ პეკინი ამის არსებობას უარყოფს.

რუსულ საიდუმლო დოკუმენტში, რომელსაც Reuters-ი გაეცნო, პირდაპირი ბმულია შიდა განკარგულებაზე, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა 2025 წლის აგვისტოში გასცა. მასში ნათქვამია, რომ ბელოუსოვის გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთის შეიარაღებული ძალების დელეგაცია ჩინეთში გაემგზავრა ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმიის ობიექტებზე წვრთნებში მონაწილეობისთვის.

იმავე ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ერთ-ერთი საწვრთნელი კურსი - ნოემბერში, პეკინში სამხედრო ობიექტზე სამკვირიანი სეანსი, რომელიც რადიოლოგიურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ დაცვას ეძღვნება.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს