ავთანდილ წულაძე - რუსეთს ცხინვალის ანექსიისთვის არ სცალია, არც ქულებს მოუტანს პუტინს, მაგრამ გააფუჭებს ურთიერთობას საქართველოსთან - კარგავს პოზიციებს კავკასიაში, აზერბაიჯანში, სომხეთში და ახლა აქ დაკარგოს?

თუ უახლოეს მომავალში არ იქნება გარკვეული გადაწყვეტილება, ალბათ, იქნება ისეთი კრიზისი რუსეთის ეკონომიკაში, რომელიცა აიძულებს მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსმა, ავთანდილ წულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ავთანდილ წულაძის თქმით, რუსეთში პრობლემებია, რასაც შემდეგ უკვე ბენზინის კრიზისიც მოჰყვა და სხვადასხვა ფაქტორის დამთხვევამ, შეიძლება, „არამართვადი სიტუაცია“ შექმნას.

„რუსეთში არის უკმაყოფილება კრიზისით და დეფიციტით. პირველი ტალღა იყო ინტერნეტის პრობლემები, იქ გათიშულია სოციალური ქსელები. ახლა არის ბენზინის კრიზისი, ეს უკვე მეორე ტალღაა. სექტემბერში იქნება საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. ყველას ესმის, რომ შედეგი ისეთ იქნება, როგორც ადმინისტრაციას უნდა, მაგრამ თვითონ წინასაარჩევნო კაპანია იწვევს გარკვეულ დაძაბულობას საზოგადოებაში. ყველა ეს ფაქტორი რომ ერთმანეთს ემთხვევა, შეიძლება მოხდეს არამართვადი სიტუაცია.

როგორც ყველა ავტორიტარულ სისტემაში, ლიდერს აწვდიან ისეთ ინფორმაციას, რომ მოწყვეტილია რეალობას. ყირიმი არის ბლოკადაში, ბენზინის კრიზისია, დენის პრობლემაცაა, მალე შეიძლება დაიწყოს ჰუმანიტარული პრობლემებიც. თუ უახლოეს მომავალში არ იქნება რაღაც გადაწყვეტილება, ალბათ, იქნება ისეთი კრიზისი რუსეთის ეკონომიკაში, რომელიც აიძულებს მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები. რუსეთის ისტორიიდან გამომდინარე, სანამ არ იფეთქებს სიტუაცია, მანამდე არ გადადგამს ნაბიჯს“, - განაცხადა ავთანდილ წულაძემ.

ავთანდილ წულაძემ გადაცემაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებიც შეაფასა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის მეთაურად მარატ კამბოლოვის დანიშვნა სავარაუდოდ, რეგიონში არსებულ კორუფციის პრობლემას უკავშირდება.

„არსებულ ვითარებაში რუსეთს ამისთვის [ანექსია] არ სცალია. რუსეთის მოსახლეობისთვის ეს არ იქნება დიდი მოგება, თუნდაც მიიერთოს, ეს ქულებს არ მოუტანს პუტინს, ამ მხრივ ასეთი ნაბიჯის გადადგმას აზრი არ აქვს, მაგრამ ეს გააფუჭებს ურთიერთობას საქართველოსთან. ისედაც კარგავს პოზიციებს კავკასიაში, აზერბაიჯანში, სომხეთში და ახლა აქ დაკარგოს კიდევ?“, - განაცხადა ავთანდილ წულაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს