„ვაინქასთი“ - ფესტივალი, რომელიც ბედნიერების ელექსირს ფლობს

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, რათქმაუნდა მოვიდა ზაფხული, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვინის და კინოს ფესტივალი - „ვაინქასთიც“ ხელახლა დაიბადა და აპირებს, რომ კვლავაც უმთავრეს მოვლენად იქცეს იქ, სადაც ერთმანეთს ხელოვნება და გასტრონომია ხვდებიან.

წინა წლების გამოცდილებამ ცხადჰყო, რომ ორგანიზატორებს უკვე აღარც კი აქვთ უფლება, რომ პროექტი არ ჩატარდეს, ვინაიდან „ვაინქასთი“ იქცა მასშტაბურ, რეგიონალურ კულტურულ მოვლენად, რომელსაც აქვს პერსპექტივა, რომ იქცეს საქართველოს სავიზიტო ბარათად.

პროექტს განსაკუთრებულ ელფერს მისი უნიკალურობა სძენს. ის ერთი მხრივ, ეძღვნება ადამიანის ყველაზე დიდ გასტრონომიულ ცდუნებას, ღვინოს. მეორე მხრივ კი, ყველაზე მნიშვნელოვან ხელოვნებას, კინოს. კინოს და ღვინის ერთიანობა განტვირთვის, სიამოვნების, ბედნიერების ფორმულაა. გამოდის, რომ „ვაინქასთს“ ბედნიერების ელექსირზე აქვს წვდომა, რაც საოცარია ისეთ სამყაროში, რომელშიც ადამიანები წლობით დაეძებენ ბედნიერებას... „ვაინქასთი“, ისევე როგორც ბედნიერება, ყველასია. ის არის გლამურულიც და ბიტნიკურიც. „ვაინქასთზე“ არის ვერსალიც და ვუდსოკიც.

წლევანდელი ფესტივალი სამი დღით, სამ ნაწილად, სამ ლოკაციაზე იყოფა. გახსნა 3 ივლისს, ფაბრიკის რუფტოპზე შედგება, სადაც მაყურებელი იხილავს ოსკაროსანი დოკუმენტური ფილმის - „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ - ქართულ პრემიერას. საღამოს მეორე სიურპრიზი კი, მუსიკალური იქნება... სტუმრების წინაშე ბერლინელი დიჯეი, დარვინ სტაპელი წარსდგება.

4 ივლისს ფესტივალი იქ წავა, სადაც ყველაზე უკეთ იციან, თუ რა საოცარი რამაა ღვინო. ფესტივალის მეორე დღე თბილისის ღვინის მუზეუმში წარიმართება, სადაც სტუმრები საკონკურსო ფილმებს ნახავენ და თან თავს ძალიან დიდი სიძველის ნაწილად იგრძნობენ, რადგან დარბაზი, სადაც ჩვენება გაიმართება, ექვსასი ათწლეულია არსებობს თბილისთან ერთად.

5 ივლისს, პროექტის დასკვნით ნაწილს, კვლავაც „შატო მუხრანი“ უმასპინძლებს. ნამდვილი ზეიმი სწორედ მუხრანშია დაგეგმილი. ღია სივრცეში განთავსებული იქნება როგორც ეკრანები კინოჩვენებისთვის, ასევე უამრავი წერტილი, სადაც სტუმრებს შეეძლებათ საოცარი ღვინოების დაგემოვნება. ბედნიერების ელექსირს სწორედ „შატო მუხრანის“ მზიან ეზოში დაარიგებენ. უმთავრესი კი არის ის, რომ ფესტივალის დასკვნით დღეს იქ იქნებიან მსოფლიოს წამყვანი სომელიეები, კინემატოგრაფისტები და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ღვინის მოყვარულებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ 5 ივლისს, „შატო მუხრანში“, ნახავენ სომელიეებს, რომლებიც ამ საქმეში ისეთი კალიბრის არიან, როგორც ფეხბურთში ლეო მესი, ლიტერატურაში კი, გაბრიელ გარსია მარკესი...

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე

ავტორი ცოტნე ავსაჯანიშვილი

(R)

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა