ანი ქავთარაძე - დავგეგმეთ ჩასატარებელი კვლევები, გვექნება ონლაინ კონსილიუმიც - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა, ვიმედოვნებთ, კოლეგებთან ერთად შევძლებთ, რომ პროგრესირება შევაჩეროთ

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც რუსთავის ციხიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს, მისმა ექიმებმა - მაკა იოსელიანმა და ანი ქავთარაძემ მოინახულეს.

როგორც ანი ქავთარაძემ მედიასთან განაცხადა, ასევე, მათ შეხვედრა ჰქონდათ "ვივამედის" კლინიკურ დირექტორთან, რომელთანაც ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობისა და დიაგნოზის შესახებ ჰქონდათ საუბარი.

ექიმის ინფორმაციით, მას გააცნეს საკუთარი მოსაზრებები და შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

"გვქონდა ძალიან კოლეგიალური საუბარი, დავგეგმეთ უახლოესი დღეების მანძილზე ჩასატარებელი კვლევები", - დასძინა ქავთარაძემ.

ექიმის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის პაციენტს მხოლოდ საბაზისო, რუტინული ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა, რომლის პასუხებიც, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

"ამის პარალელურად, გვექნება ონლაინ კონსილიუმი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან, რომლებთან ერთადაც დავგეგმავთ სხვა ინსტრუმენტულ კვლევებს და უფრო ვიწროდ, სხვადასხვა მიმართულებით ლაბორატორიულ კვლევებს", - აცხადებს ანი ქავთარაძე.

რაც შეეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობას, ანი ქავთარაძის თქმით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა.

"შეიძლება ითქვას, რომ იგივეა, რაც გუშინწინ ვნახეთ ციხის პირობებში და ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთთანამშრომლობის პროცესში ჩვენს კოლეგებთან ერთად შევძლებთ, რომ ელენეს დაავადების პროგრესირება შევაჩეროთ და დაუბრუნდეს ის ჩვეულ მდგომარეობას",- დასძინა ანი ქავთარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს